თურქული პრესა 29.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1425527
თურქული პრესა 29.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ წარმატებულად მებრძოლი თურქეთი სწრაფად გადადის ნორმალურ ცხოვრებაზე და მის ფარგლებში, 1 ივნისიდან მთლიანად იხსნება საქალაქთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვები, საჯარო პერსონალი უბრუნდება სამუშაოს, იხსნებიან საბავშვო ბაღები და ბაგები, სპორტული და სამომსახურეო ცენტრები, პლიაჟები, ეროვნული პარკები და ნაკრძალები რა, ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და რეგულაციების ჩარჩოებში

Haber Türk-ი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ კარაისმაილოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ნორმალურ ცხოვრებაზე გადასვლის ფარგლებში, 1 ივნისიდან მოქმედებას განაახლებენ ტურისტულ-კომერციული საიახტო და საკრუიზო მოგზაურობებიც, რომლებიც შეიზღუდა კოვიდ-19-ის გამო. ”თურქეთმა, კოვიდ-19  პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და როგორც სხვა მრავალ სექტორში, საიახტო და საკრუიზო მოგზაურებებიც 1 ივნისში განახლდება”, განაცხადა მინისტრმა, წერს ჰაბერ თურქი

"ფეხბურთის ლიგა თურქეთში 12 ივნისიდან განახლდება", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: მარტის თვეში, სუპერლიგაში 26-ე კვირის მატჩების დასრულების შემდეგ, კოვიდ-19 ეპიდემიის სწრაფი გავრცელების გამო, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ დროებით შეწყვიტა თამაშები და გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სეზონი 12 ივნისიდან, 27-ე ტურის მატჩებით განახლდება რა, ამით ახლიდან დაიწყება საფეხბურთო ციებ-ცხელება

Yeni Şafak-ი, აშშ-ის ევროპა–ევრაზიის  საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ძალზედ აქებს თურქეთის წარმატებულ ბრძოლას ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ და აღნიშნავს რომ ამ მხრივ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უნდა მიბაძოს და მაგალითად აიღოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გონივრული ნაბიჯები. “თურქეთმა ეკონომიკური სეკრეციის დამანგრეველ ეფექტებთან ბრძოლაშიც წარმატება აჩვენა, როცა აშშ-იც და ევროპის მრავალი ქვეყნებიც უძლურნი აღმოჩნდნენ ამ ბრძოლებში“, ხაზგასმით აღნიშნავს ბრაიზა

Star-ის მიმომხილველი, თურქული წარმოების შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) განვითარებას ეხება რა, წერს, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ახსენებენ და ყურადღებას ამახვილებენ ელექტრონული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეფექტურობაზეც. “შიდა უსაფრთხოების ოპერაციების გარდა, თურქულ SİHA-ებს აქტიურად იყენებენ ასევე სირიისა და ერაყის ჩრდილოეთში, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვაში და კიდევ ლიბიაში. ისინი,  ელექტრონულ ომში თავიანთი უნარებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევიან როგორც ამ სფეროში თამაშების შეცვლის ფაქტორები“, აღნიშნავს სტარის მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები