თურქული პრესა 22.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1421704
თურქული პრესა 22.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლი მალე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ცენტრი გახდება. პრეზიდენტმა ამის შესახებ გუშინ სტამბოლში, ბაშაქშეჰირის საქალაქო ჰოსპიტალის (Başakşehir Çam ve Sakura Şehir Hastanesi) გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის, ევროპის და მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უდიდესი ეს საავადმყოფო, უკანასკნელი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი, იგი სტამბოლის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს და ამიტომ უცხოელებსაც მოემსახურება რა, ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრი გახდება. ამ ჰოსპიტალის გახსნის ცერემონიალს ვიდეოკონფერენციის მეთოდით,  იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბეც დაესწრო, წერს ჰურრიეთი

Sabah-ი იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეტტინი ალტუნმა სტატია გამოაქვეყნა ამერიკულ მრავალტირაჟიან გაზეთ Washington Times/ ვაშინგტონ თაიმს-ში სათაურით: "თურქეთის სტრატეგიამ კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის მიმდინარეობა შეცვალა" და მასში წერია, რომ ჯანდაცვის სფეროში გატარებულმა რეფორმებმა და ჩადებულმა მრავალ მილიონიანმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო ამ სფეროს განვითარებას და მოდერნიზაციას, საბოლოო ჯამში კი, თურქეთის ჯანდაცვის სისტემას არ შეექმნა ის უზარმაზარი ზეწოლა, როგორც ეს მოხდა სხვა ქვეყნებში

Haber Türk-ი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის ჰამი აქსოის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი  აღნიშნავს, რომ თუ ლიბიაში მეამბოხე გენერლის, ჰაფთერის ძალები მიზანში თურქეთის ეროვნულ ინტერესებს ამოიღებენ, მაშინ, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება

"თანამშრომლობა საბერძნეთსა და თურქეთს შორის", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ერსოი ტელეფონით დაუკავშირდა თავის ბერძენ კოლეგა ჰარის თეოჰარისს და განიხილეს ტურიზმის სფეროში აქტიური ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. მათვე მიიღეს შეთანხმება, რომ ერთობლივი სარეკლამო კამპანიები მოაწყონ ეგეოსის ზღვის უსაფრთხოების შესახებ და ასე მიიზიდონ უცხოელი ტურისტები

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთში წარმოებული ავტომობილების სათადარიგო ნაწილებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთული საბარგო მატარებელი, პირველად გაივლის ბოსფორის სრუტის ქვეშ გამავალ მარმარაის სახელწოდების გვირაბს და ასე გადავა ევროპაში რა, ამით ამ გვირაბით პირველი საექსპორტო რეისი განხორხციელდება



მსგავსი ინფორმაციები