თურქული პრესა 07.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1412557
თურქული პრესა 07.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში დაასრულა პირველი ეტაპი და ახლა მეორე ეტაპზე გადავიდა. "ჩვენ მიზანშეწონილად ვთვლით ახალი პერიოდისათვის სახელის მიცემას და მას ასე დავარქვით: "კონტროლირებადი სოციალური ცხოვრება“. ამ პერიოდში 2 მთავარი წესი და პირობა უნდა იქნას შესრულებული. პირველი ის არის რომ გარეთ გამოსვლისას ყველა სამედიცინო ნიღაბს გამოიყენებს, ხოლო მეორე კი ის არის, რომ ყველა დაიცავს ე.წ. სოციალურ დისტანციას.“, ხაზგასმით განაცხადა მინისტრმა, წერს ჰურრიეთი

Vatan-ი საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი სიამაყით ამბობს, რომ უკვე მსოფლიოს 128 ქვეყანამ მიმართა თურქეთს სამედიცინო დახმარებებისთვის. “ისინი ჩვენგან სამედიცინო აღჭურვილობების, ნიღბების, ხელთათმანების, რესპირატორების და მედიკამენტების ექსპორტზე ან შეძენაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. ჩვენ უკვე დავაკმაყოფილეთ ამ ქვეყნების ნახევარზე მეტის მოთხოვნები და ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ თურქეთი მათთვის არის მეტად სანდო ქვეყანა", განაცხადა ჩავუშოღლუმ, აღნიშნავს ვათანი

Sabah-ის ცნობით, თურქეთში აკრედიტირებული 7 დიდი ქვეყნის ელჩებმა მეტად შეაქეს თურქეთის ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ. მათი თქმით, თურქეთი არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სასწრაფოდ მიიღო  პრევენციის ზომები, ხოლო მის პარალელურად მეტად წარმატებით განახორციელა ფილტრაციის სისტემა და ამის გამო, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთში მეტად იკლო დაინფიცირების შემთხვევებმაც და სიკვდილიანობებმაც

Star- ინტერვიუს აქვეყნებს მსოფლიოში ცნობილ ინვესტორ მარკ მობიუსთან. მისი თქმით, კორონავირუსის კრიზისი თურქეთის პოზიციებს მეტად გააძლიერებს როგორც გლობალური ვაჭრობის, ასევე ინვესტიციებისა და ექსპორტის სფეროებში, რადგან, თურქეთს ამის დიდი შესაძლებლობები აქვს, რასაც ხელს უწყობს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის დაწევაც. “მოკლედ, თურქეთი დიდი შესაძლებლობების ქვეყანა გახდება და ვირუსის კრიზისს იგი შანსად გადააქცევს“, ხაზს უსვამს მობიუსი

“საერთაშორისო ჯილდო თურქ მეცნიერს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni şafak-ში და მასში ვკითხულობთ: იზმირის ეკონომიკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ლექტორმა დენიზ ჯეილანიმ, ამ დღეებში, ბიპოლარული აშლილობის დაავადების სისხლის ანალიზით დადგენაზე მუშაობისთვის,  "ახალგაზრდა მკვლევარის ჯილდოს“ სახელობის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და ამით თურქეთში, ასეთი ჯილდოს მომპოვებელი მესამე მეცნიერ-მკვლევარი გახდა



მსგავსი ინფორმაციები