თურქული პრესა 06.05.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1411680
თურქული პრესა 06.05.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა, კოვიდ-19-ის პანდემიასთან  ბრძოლის საკითხთან მიმართებაში ბევრ განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ეფექტურად იმოქმედა რა, ახლა უკვე მღელვარე პერიოდის გადალახვის ეტაპზე არიან. მან  ასევე დასძინა, რომ პანდემიის პერიოდში ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების გატარებასაც დროულათ აპირებენ, რომელიც როგორც რეგიონაური ასევე გლობალური თვალსაზრისითაც მნიშვნეოვანი იქნება.

„მსოფლიო მედია მაგალითად, თურქეთს აჩვენებს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მისაღები პრევენციების თვალსაზრისით მრავალ ევროპულ და სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ზომების მიმღები თურქეთი, მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ფრანგული საინფორმაციო სააგენტო, AFP და ამერიკული ტელეარხი CNN, სტამბოლში ჩამოვიდნენ და თურქეთის მხრიდან განსაკუთრებით პანდემიის წყაროსთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოებს აკვირდებიან.

გაზეთ „Star“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „თურქეთი პოზიტიური მაგალითია“ და მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, პროფესორმა დრაგან დანილოვსკიმ განახადა, რომ მიუხედავად მოსახლეობის სიმრავლისა, თურქეთი კოვიდ-19-ის პანდემიას წარმატებით უმკლავდება რა, ეს მსოფლიოსთვის პოზიტიური მაგალითი უნდა იყოს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ 11 მაისიდან თურქეთში მოქმედი ყველა საავტომობილო ფაბრიკა ხელმეორედ იწყებს ფუნქციონირებას. მისივე თქმით,  თურქეთი შეიძლება გლობალური კომპანიების  წარმოების  ახალი ცენტრი  იყოს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო გარკვეული დროით ფრენების შემჩერებელი, სტამბოლის საბიჰა გოქჩეის აეროპორტი, სადაც ამჟამად ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების  სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სატვირთო ფრენების მიმართულებით უკვე გაიხსნა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები