თურქული პრესა 05.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1410912
თურქული პრესა 05.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) წინააღმდეგ წარმოებული წარმატებული ბრძოლის კვალდაკვალ, ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. გუშინ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, მომავალი კვირიდან, ე.ი. 10 მაისიდან იწყება 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის გარეთ გასვლის აკრძალვის შემსუბუქება და მის ფარგლებში პირველ ეტაპზე, მათ კვირაში 1 ნებისმიერ დღეს, ოთხი საათის განმავლობაში გარეთ გასვლისა და ახლომახლო გასეირნების შესაძლებლობა მიეცემათ. 20 წლამდე ასაკის პირთათვის ეს  შემსუბუქება განხორციელდება ორ ჯგუფად. გარდა ამისა, 11 მაისიდან დაიწყებენ მუშაობას პატარა მაღაზიები, საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და სავაჭრო ცენტრები

“ფრანგი მურად ღაზლი, მსოფლიოს თურქეთს აცნობს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: ანტალიაში დარჩენილმა საფრანგეთის მოქალაქემ მურად ღაზლიმ, რომელმაც ადრე ამ ქალაქში კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის თემაზე სურათები გადაიღო, ამჯერად ახალი ვიდეოები გაუზიარა მიმდევრებს. ამ ვიდეოში ჩანს, რომ იგი ანტალიაში შედის ერთ-ერთ აფთიაქში და პირადობის მოწმობით იღებს 5 ცალ უფასო პირბადეს. კომენტარში კი იგი ამბობს, რომ სხვა განვითარებული ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი დაინტერესებულია თავისი ხალხის ჯანმრთელობით. სტატიის ცნობით, ამ ვიდეოს  მოკლე დროში ათობით ათასმა ადამიანმა უყურა

Haber Türk-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის დამოუკიდებელი მრეწველებისა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD-ის თავმჯდომარე აბდურაჰმან ქაანთან, რომელიც ამბობს, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რა რიგ წარმატებით ებრძვის ეპიდემიას თურქეთი და თუ რამდენად ძლიერი ქვეყანაა იგი, ამიტომაც მისი აზრით, პანდემიის შემდეგ ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოში მიზიდვის ცენტრი გახდება

Vatan-ი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აქსოის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ათენის ბრალდებას რომ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა შეავიწროეს ის ბერძნული ვერტმფრენი, რომელსაც საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გადაჰყავდა, სრული აბსურდი უწოდა. “ეს ბრალდება არ ასახავს სიმართლეს და დეზინფორმაციაა. თურქეთის გამანადგურებლები ამ დროს, ეგეოსის ზღვის საჰაერო სივრცეში ასრულებდნენ თავიანთ რუტინულ ფრენას და ამ საქმის დრამატიზება არავითარ სარგებელს არ მოუტანს საბერძნეთს რა, იგი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევს“, განაცხადა აქსოიმ

Yeni Şafak-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ ადგილობრივი ვიდეო კონფერენციის პროგრამა-დიალოგი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხო მუშაობას დისტანციურ პირობებში, ამ თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. “დიალოგი“, მისი უმაღლეს დონეზე გამოყენებისთვის და ტელე კონფერენციების ჩატარებისთვის არ ითხოვს რაიმე პროგრამის ინსტალაციას და არც რაიმე დამატებით ტექნიკას საჭიროებს. “გარდა ამისა, ეს ადგილობრივი პროგრამა მისი გამოყენების დროს, არავითარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს მომხმარებლის რაოდენობის თუ ვადის შესახებ. ეს პროგრამა შეიძლება გამოიყენონ როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებმა, ასევე ინდივიდუალურმა პირებმაც. მალე ამ დიალოგის ექსპორტიც დაიწყება“, წერს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები