თურქული პრესა 21.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1402341
თურქული პრესა 21.04.2020

 

 

 

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) თურქეთში გავრცელების შესახებ განაცხადა, რომ მათ დაიწყეს მიღებული მკაცრი ზომების დადებითი ნაყოფების მიღება. ”ჩვენ ტესტების რაოდენობა დღეში 40,000-მდე გავზარდეთ, ხოლო ინტენსიური თერაპიისა და სასუნთქ აპარატზე მიმაგრებული პაციენტების, ასევე დაღუპულთა რაოდენობა აღრ იზრდება და ერთ დონეზე რჩება, რაც ჩვენი ზომების შედეგია” განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

“ადგილობრივი წარმოების ეროვნული რესპირატორების გამოყენება დავიწყეთ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ გუშინ თქვა, რომ ადგილობრივი და ეროვნული ვენტილატორების წარმოება და უფრო მეტიც, მისი გამოყენება უკვე დაიწყეს. მინისტრმა გუშინ, სტამბოლის ბაშაქშეჰირის საქალაქო ჰოსპიტალისა და ადგილობრივი ინტენსიური თერაპიის რესპირატორის ექსპლოატაციაში გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა: "ამჟამად, მზად გვაქვს 100 ერთეული თურქული წარმოების რესპირატორი. მაისის ბოლოსათვის მის წარმოებას 5 ათას ცალამდე გავზრდით".

Vatan-იც ეხება ადგილობრივი სამედიცინო ვენტილატორების წარმოებას და ამასთან დაკავშირებით ინტერვიუს აქვეყნებს ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის მინისტრ მუსტაფა ვარანკთან, რომელიც ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე თურქული ფირმის მიერ დაპროექტებულ ადგილობრივ რესპირატორებს არჩელიკის ქარხანაში აწარმოებენ და მაისის ბოლომდე მთლიანობაში 5 ათას ცალს დაამზადებენ, ხოლო მომდევნო პერიოდებში ამ ციფრს გაზრდიან

Sabah-ი, აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სამაუწყებლო ორგანიზაცია “ბლუმბერგის“ ინფორმაციას თარგმნის და აქვეყნებს. ეს ინფორმაცია, ლიბიაში, ეროვნული თანხმობის მთავრობის მიერ მეამბოხე გენერლის, ჰაფთერის ძალების წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციებში თურქული უპილოტო თვითმფრინავების მასიურ გამოყენებას ეხება და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის ცასაც ისინი აკონტროლებენ. “ასე რომ, თურქულმა უპილოტოებმა მეტად შეავიწროვეს ლიბიის ცაში ამერიკული უპილოტოები, რომლებსაც ძირითადად გენერლის მხარდამჭერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ძალები იყენებენ“, ხაზს უსვამს ამერიკული მაუწყებლობა “ბლუმბერგი“

Star-ის მიმომხილველი ეკონომიკურ გვერდზე ეროვნული საავტომობილო მრეწველობის განვითარებას აშუქებს და წერს, რომ   თურქეთის საავტომობილო ბაზად ცნობილ ბურსაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1 მილიარდ 977 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ამავე ინფორმაციით, ყველაზე მეტი თურქული წარმოების ავტომობილი საფრანგეთში და გერმანიაში იქნა ექსპორტირებული



მსგავსი ინფორმაციები