თურქული პრესა 10.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1375509
თურქული პრესა 10.03.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სამუშაო ვიზიტით ჩასულ ბრიუსელში ერთობლივი განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად. ერდოღანმა განცხადა, რომ სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის მიმართ ევროპა ვერ იქნება გულგრილიდა დაამატა: ”არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გულგრილი იყოს სირიაში მიმდინარე კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კრიზის მიმართ”.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერათ ალბაირაქის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ინფლაციისადმის მტკიცე პოზიცია ცხადყოფს, რომ წელს 8,5 პროცენტიან მიზანს მივაღწევთ ძალიან თავსიუფლად. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.“

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ აქქუიუს ბირთვულ ელექტროსადგურზე, რომელიც იმდენ ენელქტროენერგიას გამოიმუშავებს რამდენიც ანკარასა და იზმირს ერთდროულად სჭირდება, სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.- წერს გაზეთი „საბაჰი“. მისივე თქმით, „აქქუიუს პირველი რეაქტორი ექსპლუატაციაში 2023 წელში შევა.“

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ გუშინ განაცხადა, რომ თურქეთში ჯერ-ჯერობით არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა. ქოჯამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა მიიღო ყველა ზომა თავის დროზე და დაამატა: "შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია, ჩვენი სამინისტრო რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებს.“

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს წყალქვეშა თავდაცვის საბრძოლო წვრთნებში DYNAMIC MANTA თურქეთის 15 საზღვაო საპატრულო თვითმფრინავმა წვრთნებში მონაწილე ოთხივე მოკავშირე ქვეყნის წყალქვეშა გემების იდენტიფიკაცია მოახდინა და აშშ-ს, კანადის საფრანგეთისა და გერმანიის თვითმფრინავებს შორის წარმატების ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები