თურქული პრესა 19.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1362240
თურქული პრესა 19.02.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით სადაც პრეზიდენტის პრესსპიკერ იბრაჰიმქ ქალინის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა გუშინ, მინისტრთა საბჭოს სხდომის მსვლელობის დროს პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ იდლიბის საკითხის მოგვარება, მხოლოდ და მხოლოდ სოჭში გაფორმებული მემორანდუმით იქნება შესაძლებელია. მისივე თქმით, იდლიბში სამოქალაქოების დასაცავად, თურქეთი რეგიონში დამატებითი შეიარაღების გადასროლას გააგრძელებს.

გაზეთი „Star“-ი საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს საბერძნეთის პრეზიდენტისადმი მკაცრ კრიტიკას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საბერძნეთის პრეზიდენტის პროკოპის პავლოპულოსის დასავლეთ თრაკიელი მუსლიმი თურქი უმცირესობების ნაცვლად, „მუსლიმი ბერძენი უმცირესობები“ ტერმინის გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის აკვანად აღიარებულ საბერძნეთის პრეზიდენტის ამდაგვარი განცხადების გაკეთება მიუღებელია. მინისტრისვე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით უამრავი განაჩენი აქვს გამოტანილი რა, ისინი ისურვებენ თუ არა დასავლეთ თრაკიელი მუსლიმები ოდითგანვე თურქები იყვნენ და ასე დარჩებიან ბოლომდე.  

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა მოსკოვში, თურქეთ-რუსეთის დელეგაციებს შორის, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ სანამ რეჟიმის ძალები საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს არ დატოვებენ, საჭირო სამხედრო ზომებს აუცილებლად გაატარებენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ თურქეთის დელეგაციამ, რომელმაც ანტარქტიდაში მე-4 ეროვნული ექსპედიცია ჩაატარა, 15 ათასი კილომეტრის მოგზაურობის შემდეგ თეთრ კონტინენტზე მიაღწია. მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა საკითხთან დაკავშირებით  წერილობითი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ჯგუფი,  დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში  სამეცნიერო კვლევებს კუნძულ ჰორსეშიზე განახორციელებს, სადაც თურქეთის დროებითი სამეცნიერო ბანაკი მდებარეობს.

„პრეზიდენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იხსნება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  სელჩუკების, ოსმალეთის და თანამედროვე არქიტექტურის ინსპირაციებით აშენებულ ბიბლიოთეკას ოფიციალურად ხვალ გახსნის. ბიბლიოთეკა  24/7 მოემსახურება მკითხველს. „პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას“ აქვს 125 ათასი კვადრატული მეტრი დახურული ფართი, რომლითაც შესაძლებლობა ერთდროულად მოემსახუროს 5000 ადამიანს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები