თურქული პრესა 17.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1360680
თურქული პრესა 17.02.2020

     

       

 დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა  გუშინ სტამბოლში მონაწილეობა მიიღო  Teknopark-İstanbul/ტექნოპარკ-სტამბოლის მე-2 ეტაპის გახსნის ცერემონიაში და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ ბოლო ხანებში ქვეყნის ეკონომიკისადმი  ნდობა იზრდება და მის ფარგლებში წარმოებაც იზრდება, რასაც ადასტურებენ წარმოების სფეროდან მიღებული ჩანაწერები

Hürriyet-ის მიხედვით, მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფაგრგლებში, კიდევ ერთი პირისპირი შეხვედრა გაიმართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუსა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის. ჩავუშოღლუ სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნავს, რომ მან რუს კოლეგას სირიის იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტისათვის ასადის რეჟიმზე ზეწოლა მოსთხოვა, რათა  აქ მუდმივი მორატორიუმისათვის საფუძველი შეიქმნას და ჰუმანიტარული დახმარებაც გაიზარდოს

Vatan-ი იუწყება, რომ ეროვნული რადარის წარმოება დასასრულს მიუახლოვდა და ეს იქნება თურქეთის სამოქალაქო ავიაციის პირველი სარადარო სისტემა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ გაზიანთეპის აეროპორტში უკვე დასასრულს მიუახლოვდა სამეთვალყურეო-საკონტაქტო  კოშკისა და სარადარო შენობის მშენებლობა, როგორც კი სამამულე წარმოების სარადარო სისტემა, MGR-ის ტესტირება დასრულდება, ეს თურქული წარმოების პირველი რადარი ექსპლოატაციაში შევა. ”ამ ჩვენი ეროვნული სადამკვირვებლო რადარით, ჩვენი სამოქალაქო თვითმფრინავები უფრო უსაფრთხოდ დაეშვებიან და აფრინდებიან,” განაცხადა მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა, წერს ვათანი.

"თურქეთმა სამრეწველო წარმოების ზრდით გაუსწრო ევროკავშირის ქვეყნებს", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ეკონომიკის ზრდის წამყვანი მაჩვენებელი, სამრეწველო წარმოების ზრდა, ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წლის დეკემბერში, წლიურ ბაზაზე თუ 3,6 პროცენტით შემცირდა, თურქეთში, პირიქით, იმავე პერიოდში 8.6 პროცენტით გაიზარდა და მან ევროკავშირის ყველა ქვეყანა წარმოების მხრივ უკან ჩამოიტოვა

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველ თურქეთ-ლათინური ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებს ეხება და წერს, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის ავიახაზებმა, THY-მ, რომ იტყვიან საჰაერო ხიდი დაამყარა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და გაახშირა ამ რეგიონში ფრენები, მხარეებს შორის ყველანაირი ურთიერთობები, განსაკუთრებით კი სავაჭრო მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. “2019 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა ლათინური ამერიკის ბაზრებზე 61.5 პროცენტით გაიზარდა და მის ფარგლებში 35 ათასი 415 ტონა კომერციული ტვირთი იქნა ტრანსპორტირებული, ხაზს უსვამს ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები