თურქული პრესა 30.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1350080
თურქული პრესა 30.01.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც მოყვანილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ე.წ. სამშვიდობო გეგმის შესახებ და მასში ნათქვამია: ”იერუსალიმი წმინდაა მუსლიმებისთვის. იერუსალიმის ისრაელისთვის გადაცემის გეგმა კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის პალესტინელთა უფლებების უგულებელყოფა და ისრაელის ოკუპაციის ლეგიტიმაცია. გამოცხადებული გეგმა არ ემსახურება მშვიდობას და პრობლემის გადაჭრას.“

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ მწვავე რეაქცია გამოხატა ბელგიაში მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე ჩართულია თურქეთი და რომელიც "არიადნას საქმის" სახელითაცაა ცნობილი, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს საკითთზე გამოძიების შესახებ უზენაესი სასამართლოს მეირ მიღებულ  გადაწყვეტილებაზე. ჩავუშოღლუმ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "ბელგიის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტერორისტულ ორგანიზაცია PKK- სთან დაკავშირებით საერთო არაფერი აქვს კანონთან. ეს გადაწყვეტილება იდეოლოგიური და პოლიტიკურია.“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალანმა აშშ-ს მიერ მომზადებულ პალესტინა-ისრაელის ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა: "როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, იერუსალიმი არის ჩვენი წითელი ხაზი და პალესტინის ტერიტორიები არ იყიდება".- წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთის ჰუბეის შტატში გაჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსის (2019-nCoV)  ეპიდემიის გამო ამ შტატში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ საჭირო  მოსამზადებლი სამუშაოები დაიწყო.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ იანვრის თვის ეკონომიკური ნდობის ინდექსის მონაცემები გამოაქვეყნა. ეკონომიკური ნდობის ინდექსი 2019 წლის დეკემბერში 96.5 იყო და იანვარში იგი 0.6%-ით გაიზარდა და 97.1 – ს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები