თურქული პრესა 06.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1318849
თურქული პრესა 06.12.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფომრაციით, რომლის თანახმად, კომუნიკაციების დეპარტამენტში გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრიტანეთში ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ერდოღანმა აღნიშნა: "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოთხმხრივი სამიტი წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩატარდეს. მეორე სამიტი სტამბოლში გვექნება თებერვალში. ეს ჩვენს შორის გადაწყდა.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ფეთულაჰის ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირში მყოფი პირები და ჯგუფები ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ზოგიერთ შეხვედრას ესწრება. „ეს ტერორისტული ჯგუფი, თურქეთის დემოკრატიის დამხობისათვის 2016 წლის გადატრიალების მცდელობის უკან დგას.“-განაცხადა ჩავუშოღლუმ.  

მიმდინარე წლის 10 თვეში სტამბოლს 12 მილიონ 690 ათას 576 უცხოელი ტურისტი ესტუმრა, რაც ყველაზე მაღალი ციფრია ბოლო 5 წლის განმავლობაში - წერს გაზეთი „ვათანი“. ამ წლის 10 თვის განმავლობაში სტამბოლში ჩასულ უცხოელ ტურისტებს შორის 965 ათას 115 ვიზიტორით პირველ ადგილს გერმანელები იკავებენ.

„სტარ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თურქეთის პირველი ნაწილაკების რადიაციის ტესტირების ინფრასტრუქტურა "ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (ODTÜ) - გაბნევის ხაზი გაიხსნა. პროექტი მიზნად ისახავს თურქეთის თანამგზავრებისა და კოსმოსურ კვლევებში გარე დამოკიდებულების შემცირებას.

და ბოლოს, საპრეზიდენტო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა არდა ერმუთმა განაცხადა, რომ უცხოური ინვესტიციები მსოფლიოში შემცირდა ხოლო თურქეთში კი გაიზარდა. "მსოფლიოში ინვესტიციების კუთხით ყველას თურქეთის მსგავსი კარგი მონაცემები არ აქვს. თურქეთი საინვესტიციო შესაძლებლობების თვალსაზრისით საკუთარ თავს გამოაცალკევებს.“-აღნიშნა ერმუთმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები