თურქული პრესა 05.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1318015
თურქული პრესა 05.12.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც,  პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელსაც, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, შეუძლია ოპერაცია ვინმესგან ნაბართვის მიღების გარეშე ჩაატაროს. მან ასევე დასძინა, რომ ისინი გააგრძელებენ სირიაში დარჩენას მანამ, სანამ ტერორისტები აქედან არ გავლენ და დაამატა: ”ჩვენ სირიის ტერიტორიაზე თვალი არ გვიჭირავს, მაგრამ მათ, ვისაც თვალი უჭირავს, ვთხოვთ ქვეყანა დატოვონ”.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთის პროტესტის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ YPG-ს ტერორგანიზაციად აღიარებისთვის ხელის შეშლის გამო თურქეთის მიერ ბალტიის ქვეყნების ახალი თავდაცვის გეგმაზე ვეტოს დადებაში მტკიცე პოზიციით დაწყებულ NATO-ს ლიდერების სამიტზე, ანკარისათვის სასურველი შედეგი იქნა მიღებული. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გამოცხადებულ დეკლარაციას ალიანსის 2015 წლის გავრცელებულ და YPG-ს ტერორგანიზაციად გამომცხადებელ დოკუმენტზე მითითებით დაემატა შემდეგი მუხლი:  ”ტერორიზმი ყველა თავის სახეობით და გამოვლინებებით ყველა ჩვენთაგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.“

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში მოყვანილია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფათიჰ დონმეზის მიერ თურქეთის ლიბიასთან ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის არეალის შეზღუდვის ხელშეკრულების შეფასება რომელშიც ნათქვამია: "ამ შეთანხმებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ბალანსის და თამაშ გარეთ დატოვების მცდელობები აღვკვეთეთ.... როგორც ლიბიის ასევე თურქეთის თამაშ გარეთ დატოვების განზრახვა არსებობდა. საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით ეს ხელშეკრულება სწორ ხელშეკრულებას წარმოადგენს .“

თურქეთის ეკონომიკის სწრაფმა გაუმჯობესებამ გაზარდა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ინვესტიციების დაბანდების სურვილი - წერს გაზეთი „საბაჰი“. ქვეყანაში 2020 წელში ეკონომიკის  ზრდას და უცხოური კაპიტალის შემოდინების დაჩქარებას ვარაუდობენ. მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელში 13 პროცენტით შემცირდა, თურქეთში კი უცხოური ინვესტიციები 13%-ით გაიზარდა და 2020 წლისთვის 15 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური კაპიტალის შემოდინებას ელოდებიან.

და ბოლოს, გაზეთი "ჰურიეთი"-ს თანახმად სექტორებთან, ქვეყნებთან და მომხმარებლებთან დაკავშირებული მსოფლიოს მაშტაბის სტრატეგიული კვლევის ორგანიზაცია Euromonitor International-მა იმ ქალაქების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლებსაც ყველაზე მეტად სტუმრობენ. ანგარიშში თურქეთიდან სტამბოლი და ანტალია შევიდა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სტამბოლს 13 მილიონ 433 ათასი, 2019 წელს კი 14 მილიონ 715 ათას 900 ადამიანი ეწვია. აქვე აღნიშნულია, რომ 2018 წელს ანტალიას 12 მილიონ 438 ათას 800, 2019 წელს კი 13 მილიონ 332 ათას 100 ვიზიტორი ჰყავდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები