თურქული პრესა 25.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1311801
თურქული პრესა 25.11.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ბუნების დაცვის პროგრამის, “მომავლის სუნთქვის” ფარგლებში, თურქეთის ჩორუმის ოლქში, გუშინწინ, 1 საათში 303 ათასზე მეტი ნერგი დაირგო, რაც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და ამის დამადასტურებელი სპეციალური სერტიფიკატი თურქეთის სოფლის მეურნეობისა და ტყის მინისტრმა ბექირ ფაქდემირმა პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს გუშინ გადასცა. ამავე სტატიით, გუშინწინ მთლიანობაში თურქეთის 81 ოლქში, 2023 ადგილას, 3 საათში 11 მილიონი ნერგი დაირგო

“სირიელმა ლტოლვილებმა დაიწყეს სამშობლოში დაბრუნება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK / YPG-ს ზეწოლის, ჩაგვრისა და დევნის შედეგად თურქეთში მიგრირებულმა  სირიელებმა, თურქი ჯარისკაცების მიერ განთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნება დაიწყეს და მათ უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფენ თურქი ჯარისკაცები-მეჰმედჩიკები

Akşam-ი ინტერვიუს აქვეყნებს რუსული გაერთიანებული თვითმფრინავების კომპანიის ხელმძღვანელ იური სლუისართან, რომლის თქმითაც დასასრულს მიუახლოვდა მოლაპარაკებები რუსეთ-თურქეთს შორის, ssj-100 და MS-21 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო ფლოტისათვის ჩაბარების თაობაზე. სლუისარის განცხადებითვე, ეს სამგზავრო თვითმფრინავები წარმოდგენილი იყვნენ სტამბოლში, სექტემბრის თვეში ორგანიზებულ ტექნო ფესტივალზე

Hürriyet-ი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ბოლო ანგარიშს უთმობს ადგილს, რომლის მიხედვითაც ანტალიამ, უცხოელი ტურისტების მხრივ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა, რადგან, მიმდინარე წლის 11 თვეში მან 15 მილიონზე მეტ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, როცა ეს ციფრი გასულ წელს 13,6 მილიონს შეადგენდა

Vatan-ი სპორტულ გვერდზე, ფეხბურთში თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და სტამბოლის საფეხბურთო კლუბ ბაშაქშეჰირის  მეკარის, მერტ გუნოქის წარმატებას ეხება. “2020 წლის უეფას ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურში შეჯამებულ იქნა ე.წ. "გაუტანელი გოლების გარეშე დასრულებული მატჩები" და მისი მიხედვით, თურქმა მეკარემ 9 მატჩი ითამაშა და მათგან შვიდში გოლი ვერ გაუტანეს, რითაც უკან ჩამოიტოვა მსოფლიოს განთქმული მეკარეები

 



მსგავსი ინფორმაციები