თურქული პრესა 08.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1302637
თურქული პრესა 08.11.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით რომელშიც ვკითხულობთ: სოფლის და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მიერ „მიეცი მომავალს სუნთქვის საშუალება“  სლოგანით  28 ოქტომბერს დაწყებული გამწვანების აქცია დიდი წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში 11 მილიონ 47 ათას 430 ნერგი რამდენიმე დღეში იქნა დარგული. სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მიერ დაწყებულ გამწვანების კამპანიას პრეზიდენტი ერდოღანიც ჩაერთო და 11 ნოემბერი გამწვანების დღედ გამოაცხადა რა, 11 ნოემბერს,  11:11 საათზე მეთელს თურქეთში  ახალი ნერგების დარგვის აქცია უნდა გაიმართოს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინვენტარში შემავალმა შეიარაღებულმა  უპილოტო საფრენმა  აპარატმა ANKA-მ,  ფრენის დრო თავისი ტვირთით 26 სთ და 30 წუთამდის გაზარდა და  ახალი რეკორდი დაამყარა. შეიარაღებულ  უპილოტო საფრენ  აპარატ ANKA-ს ფრენების განხორცილება ნებისმიერ ამინდში დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მდივანმა ელენ მ. ლორდმა განაცხადა, რომ თურქეთი უახლოეს ხანებში რუსეთიდან შესყიდულ,  საზენიტო-სარაკეტო სისტემა  S-400-ების მეშვეობით რეგიონში საჰაერო ფრენებს სრულიად გააკონტროლებს. მისივე თქმით, თურქეთი აღნიშნულ სისტემას წლის ბოლოსათვის სრულად აამოქმედებს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ევროკავშირმა  2019 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც თურქეთის ეკონომიკურ ზრდაზეც არის გამახვილებული ყურადღება. ანგარიშის მიხედვით, თურქეთის ეკონომიკამ გასულ წელს წარმოქმნილი სავალუტო კრიზისი წარმატებით დაძლია რა, თურქეთის ეკონომიკა  2020 წლისთვის 3,1%-იან, ხოლო 2021 წლისთვის 3,5%-იან ზრდას განიცდის.

გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ ბოლო  9 თვის განმავლობაში მეანაბრეთა  რიცხვი, რომლებსაც  საბანკო ანგარიშებზე 1 მილიონი და მეტი ლირა აქვთ,  26 ათას 763-ით გაიზარდა რა, მათმა საერთო  საბანკო ანაბრებმა 145,4 მილიარდ ლირას გადააჭარბა. 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები