თურქული პრესა 25.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1294593
თურქული პრესა 25.10.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროპარლამენტის მიერ, სირიის  საჰაერო სივრცის   „არასაფრენ ზონად“ გამოცხადების ინიციატივა შეაფასა და  ამ სიტყვებით გააკრიტიკა: „როდესაც რეჟიმის და სხვა ძალები იმდენ უდანაშაულო ადამიანებს ბომბავდნენ, მაშინ რატომ არ გაგახსენდათ ‘არასაფრენი ზონის’ გამოცხადება და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დააყენეთ ეს საკითხი დღის წესრიგში, როდესაც თურქეთმა მისი საზღვრის გასწვრივ ტერორის დერეფნის ჩამოყალიბების აღმოფხვრა დაიწყო?“

გაზეთი „Haber Türk“-ი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 ოქტომბერს ევროპარლამენტის მიერ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ მიღებული დადგენილება გააკრიტიკა და მას მიუღებელი უწოდა. „სირიაში,PKK/PYD/YPG და  DEAŞ-ის ტერ-ორგანიზაციებიდან გამოწვეული არალეგალური მიგრაციის მიმართ მხარდაჭერის ნაცვლად, თურქეთის მიმართ კრიტიკის შემცველ დადგენილების მიღებას ვგმობთ და უარვყოფთ. ჩვენი სურვილი იქნებოდა, ევროპარლამენტს ამ საკითხში  თურქეთისადმი თანადგომა გამოეცხადებინა,“ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის მიერ, სირიაში განხორციელებული ოპერაციის პარალელურად, აშშ-სთან და რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების შემდეგ ქვეყნისადმი ინტერესების ‘განტოლებები’ შეიცვალა. ამ ყველაფრის შემდეგ თამაშგარედ  დარჩენილი ევროპის ქვეყნები შეიძლება ითქვას, რომ ‘უმწეოდ’ დარჩნენ. ისინი ახლა რეგიონთან დაკავშირებით პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების გამართვას ითხოვენ.

ჯეფრი: „ერდოღანმა გვითხრა გადითო, გავედით“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ  „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: შშ-ს სპეციალურმა  წარმომადგენელმა  სირიის  საკითხებში ჯეიმს ჯეფრიმ,  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ ისაუბრა რა, მას ერთ-ერთმა სენატმა ასეთი კითხვა დაუსვა: „ანუ ერდოღანმა, აშშ-ს პრეზიდენტს ტელეფონით დაურეკა და უთხრა, ჩვენ მოვდივართ და გზიდან ჩამოგვეცალეთო, ასე მოხდა? ჯეფრიმ კი ასეთი პასუხიო გასცა: „შეიძლება ითქვას მასე  მოხდა. ჩემის აზრით ორ ცეცხლს შუა რომ არ აღმოვჩენილიყავით,  ლოგიკური ქმედება იყო. აშშ-ს  უკან რომც არ დაეხია, თურქეთი ამ ოპერაციას მაინც განახორციელებდა.“ 

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში მომდევნო სამ წელში 3,2 მილიონი ადამიანი უნდა დასაქმდეს. მისივე თქმით, ამ პროგრამის მიხედვით,  2022 წლისათვის უმუშევართა რიცხვი 9,8%-მდე დაიწევს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები