თურქული პრესა 19.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1272488
თურქული პრესა 19.09.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ 2019-2020 წლის უმაღლესის აკადემიური სასწავლოს წლის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნების არაგულწრფელი პოზიციის გამო ჩიხში შესული სირიელი ლტოლვილთა და უსაფრთხო ზონის საკითხზე „თუ ორ კვირაში შედეგ არ მივიღებთ ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ.“

„ვათანი“-ს ცნობით, ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა გუშინ დედაქალ ანკარაში ჩატარებულ თურქეთ-ირანის საქმიან ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირანთან ურთიერთობებმა კონსტრუქციული და საქმიანი სამყაროსთვის გზის გამხსნელი მიმართულება მიიღო და დაამატა: „პრეფერენციული სავაჭრო ხელშეკრულების უფრო ეფექტურად გამოყენებით გადაწყვეტილი გვაქს სავაჭრო ბრუნვამ ისევ შევძინოთ იმპულსი.“

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მრეწველობისა და ტექნოლგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა, გუშინ დედაქალაქ ანკარაში გამართულ მრეწველობისა და ტექნოლოგიების სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეროვნულ შემოსავალში წარმოების მრეწველობის წილის 2023 წლისათვის 21%-მდე გაზრდას გეგმავენ. „თურქეთის დამანგრეველი ინოვაციების სფეროში ვგეგმავთ მინიმუმ 23 ჭკვიანი პროდუქციის შექმნას, რომლებიც გლობალური მასშტაბების მარკა გახდებიან. ჩვენი მიზნების მისაღწევად სამრეწველო სტრატეგიაში 5 მთავრი კომპონენტი და 23 ქვე-პოლიტიკა განვსაზღვრეთ.“-აღნიშნა ვარანკმა.

Baykar-ის ტექნიკურმა დირექტორმა და თურქეთის ტექნოლოგიური გუნდის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მათი სურვილია თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული წარმოების მოიერიშე უპილოტო საფრენმა აპარატმა „აქინჯი“ პირველი გაფრენა ოქტომბერში განახორციელოს - წერს გაზეთი „სტარი“.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის ავიახაზებმა ჩინეთის ქალაქ შიანში გეგმიური რეისების შესრულება დაიწყო. საზოგადოების ინფორმირების პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი კორპორაციის მიერ საბაზრო პირობებზე დამოკიდებულებით ჩინეთის ქალაქ შიანში გეგმიური რეისების დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები