თურქული პრესა 17.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1270843
თურქული პრესა 17.09.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა გუშინ ანკარას ჩანქაიას რეზიდენციაში მორიგი სამიტი გამართეს და სხვა მრავალ აქტუალურ თემებს შორის სირიის და იდლიბის საკითხებიც განიხილეს. “როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი, არამკოს ობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს და მას საპასუხო თავდასხმით ემუქრება, ამიტომაც მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ანკარისკენ იყო მიპყრობილი. ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ანკარის სამიტის მონაწილეებმა ასეთი შინაარსის ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: ”ჩვენ სრული შეთანხმება მივიღეთ სირიაში პოლიტიკური გადაწყვეტისთვის”, წერს იენი შაფაკი

“ვიცე პრეზიდენტის მკაცრი რეაქცია სომხეთის მიმართ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მყოფი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი სიტყვით გამოვიდა თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმზე და შეეხო რა მთიანი ყარაბაღის პრობლემას, თქვა, რომ მეოთხედი საუკუნეა რაც ეს ტერიტორიები დაპყრობილი აქვს სომხეთს და გაეროს მრავალი რეზოლუციის მიუხედავად არ აბრუნებს ოკუპირებულ მიწებს. ანკარა კი ამ საკითხში ბაქოს გვერდზე დგას და აქტიურად თანამშრომლობს ამ პრობლემის მოგვარებისათვის. ”მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, რათა თავიანთ კერას დაუბრუნდეს 1 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ძალით დევნილი“, ხაზგასმით განაცხადა თურქმა ვიცე პრეზიდენტმა, აღნიშნავს საბაჰი

Haber Türk-ის მიხედვით, გასულ წელს, პირველად გაიმართა თურქეთის სტამბულის ახალ აეროპორტში Teknofest-ის სახელწოდების  ტექნოლოგიური გამოფენა-ფესტივალი, რომლის წლევანდელი მასპინძელი 17-22 სექტემბერს შორის, ათათურქის სახელობის აეროპორტი იქნება და გასულ წელს თუ ამ ტექნო ფესტივალს 500 ათასამდე მოზიარე ჰყავდა, წელს ამ ციფრის გაორმაგებას და 1 მილიონამდე ასვლას ელიან

Hürriyet-ი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთის ეროვნული ნავთობის კომპანია უკვე დღეში 50 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც ბოლო 20 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. მინისტრის თქმითვე, გასულ წელს ადგილობრივი ნავთობ წარმოება დღეში 42 ათასი ბარელი იყო და მომავალ წლებშიც ამ ციფრების გაზრდის გეგმებს ადგენენ

გაზეთი Vatan-ი, თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო ბალანსის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის აგვისტოში თუ პროცენტის გარეშე 2.5 მილიარდი ლირის ოდენობის ჭარბი თანხა იქნა მიღებული, ეს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოში 11.4 მილიარდ ლირამდე გაიზარდა



მსგავსი ინფორმაციები