თურქული პრესა 12.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1268083
თურქული პრესა 12.09.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს იორდანიის ხეობის ანექსიის თაობაზე გამონათქვამზე მწვავე რეაქცია გამოხატა. სამინისტროში გაკეთებულ გაცხადებაში ნათქვამია: „ნეთანიაჰუს მიერ 17 სექტემბერს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იორდანიის ხეობის და არალეგალური დასახლებების ანექსიის თაობაზე გაკეთებული განცხადებები ისრაელის მიერ ათეულობით წლის მანძილზე წარმოებული ოკუპაციის და უკანონო ქმედებების ახალი გამოვლინებაა. ეს არაკანონიერი შემდგარი ფაქტის წინაშე დაყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.“

გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა, რომ ჰოლანდიის და თურქეთ-ჰოლანდიის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომიტეტის (JETCO) ფარგლებში ფართო ჩარჩოს მქონე თანამშრომლობის ურთიერთ გაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. „ამ საკითხებს შორის წინა პლანზეა წამოწეული ორმხრივი ინვესტიციები, სტანდარტიზაცია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჭკვიანი და მწვანე ქალაქები, გადამუშავების ეკონომიკა, მეცნიერება, ინოვაცია და ქალთა მეწარმეობა.“ - აღნიშნა მინისტმა ფექჯანმა.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში მოყვანილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინვესტიციების ოფისის ხელმძღვანელის არდა ერმუთის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთსა და ინგლისს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. „მჯერა, რომ ბრექსიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. თურქეთი მოქმედების სცენარის ფარგლებში რომლის მიხედვითაც საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.“ - აღნიშნავს ერმუთი.

მალაიზიაში ჩატარებულ „ღონისძიებაზე „თურქული დრონები და ავიაციის სექტორი: ტექნოლოგია და შესაძლებლობები“ წარმოდგენილი იქნა თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები - წერს გაზეთი „ვათანი“. ღონისძიების მიმართ დიდი დაინტერესება გამოიჩინა მალაიზიურმა მედიამ. ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს თურქეთში არსებული ახალი თაობის საჰაერო საშუალებები, ტექნოლოგიები და მალაიზიასთან ერთად შესაძლო განსახორციელებელი პროექტები.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთმა იანვარ-ივნისის მონაკვეთში 162 ქვეყანაში 3 მილიარდ 304 მილიონ 418 ათასი დოლარის ღირებულების უქსოვადი ტანსაცმელი და აქსესუარი გაიტანა ექსპორტზე. გაყიდვებში პირველ ადგილზე 645 მილიონ 906 ათასი დოლარით ესპანეთია, მას 427 მილიონ 754 ათასი დოლარით გერმანია, 293 მილიონ 237 ათასი დოლარით ბრიტანეთი, 205 მილიონ 649 ათასი დოლარით ჰოლანდია და 137 მილიონ 391 ათასი დოლარით საფრანგეთი მოჰყვება.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები