თურქული პრესა 11.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1267331
თურქული პრესა 11.09.2019

  

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთ-აშშ-ს შორის ვაჭრობის მოცულობა ამჟამად 20 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც არ შეესაბამება რეალურ პოტენციალს და ამიტომ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ერდოღანმა ამ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო მოცულობა 2 ქვეყანას შორის უახლოეს ხანებში 100 მილიარდ დოლარამდე აიყვანონ

“სირიელ ლტოლვილთა ახალ ნაკადს თურქეთი ვეღარ გაუძლებს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს და იგი წარმოთქვა აშშ-ის მხრიდან სირიაში მოქმედი ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK / YPG-ს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერის გასაპროტესტებლად. “მართალია სირიაში დეაში ერთობლივი ბრძოლით დავამარცხეთ, მაგრამ, თურქეთს თავშეფარებული სირიელი ლტოლვილების თავიანთ სახლ-კარებში დაბრუნებას აბრკოლებენ PKK/YPG-ს ტერორისტები. ამჟამად რთული ვითარებაა შექმნილი იდლიბის გარშემო და თუ მიგრანტების ახალი ნაკადი წამოვა თურქეთისკენ, ამას მარტოდ-მარტო ვეღარ გავუძლებთ“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა, აღნიშნავს ვათანი 

Star-ი ინტერვიუს აქვეყნებს ჩერნოგორიის (მონტენეგროს) საგარეო საქმეთა მინისტრ სრედჟან დარმანოვიჩთან, რომლის თქმითაც მათთვის თურქეთი მეტად მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფოა. მისივე თქმით, ჩერნოგორიაში ჩადებული ინვესტიციების მხრივ თურქი ბიზნესმენები რეიტინგში მე -6 ადგილზე იმყოფებიან. “ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-გაფართოების პოტენციალი ძალზედ დიდია, ამიტომაც ჩვენს ეკონომიკაში თურქი ინვესტორებისგან უფრო მეტი ინვესტიციების ჩადებას ველით“, აღნიშნა დარმანოვიჩმა, წერს სტარი

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი აქინჩის სახელწოდების თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის ძრავის ტესტს აშუქებს და წერს, რომ მან წარმატებით ჩაიარა.  “20 მეტრის სიგანის ფრთების მქონე ეს თურქული უპილოტო ძალიან ადვილად ატარებს 1 ტონიან ბომბებსაც, რაც მას გამოარჩევს სხვა უპილოტოებისგან და აქინჩი პირველ გაფრენას ამ კვირის ბოლოს შეასრულებს“, წერს იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი  

 



მსგავსი ინფორმაციები