თურქული პრესა 10.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1266617
თურქული პრესა 10.09.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ვერავინ შეუშლის ხელს თურქეთის საქმიანობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ჩავუშოღლუ გუშინ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეინი ერენქოიში მოსახლეობას შეხვდა. აქ სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თურქეთი უყოყმანოდ, უკომპრომისოდ კვიპროსის თურქი ხალხის გვერდითთა და ასე იქნება მომავლშიც.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრს ვილბურ როსს შეხვდა. ალბაირაქმა სტამბოლში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით Twitter-ით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ როსსთან თურქეთ-აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ფართოდ განიხილეს და ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარეს. „100 მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო ბრუნვისთვის მტკიცე გადაწყვტილებას კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი“ - ნათქვამია ბერათ ალბაირაქის განცხადებაში.

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტურისტული ბაზების შევსების რაოდენობამ ივლისში 75%-ს მიაღწია. კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ივლისის თვის სასტუმროების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წლის პირველ 7 თვეში სასტუმროების შევსების დონე 50,68%-მდე ავიდა.

თურქეთმა წლის პირველ 8 თვეში 114 ქვეყანაში გატანილი 1 მილიონ 964 ათას 812 ტონა ხილ-ბოსტნის ექსპორტით 1 მილიარდ 207 მილიონ 84 ათას 507 დოლარი შემოსავალი მიიღო - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ამ გაყიდვებში 375 მილიონ 386 ათას 968 დოლარით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ გერმანიის ქალაქ კიოლნში მცხოვრებმა თურქმა ექიმმა იადიგარ გენჩმა და მისმა ჯგუფმა სიმსივნესთან ბრძოლის მიზნით იმუნოთერაპიის მეთოდით მკურნალობის ახალი ტექნიკა შეიმუშავა. პაციენტის სისხლში არსებულ მებრძოლ უჯრედებზე სიმსივნის პროტეინების დამატებით და ამავდროულად ონკოლიტიკური ვირუსების გამოყენებით სიმსივნის მკურნლობაში წარმატება მნიშვნელოვნად გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები