თურქული პრესა 06.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1264700
თურქული პრესა 06.09.2019

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც,  რუსეთსა და თურქეთს შორის,  S-400 სისტემების შემდეგ, SU-35 და SU-57 შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. “რუსულმა დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, წინა კვირას რუსეთში ვიზიტად ყოფნისას, MAKS-2019 სახელწოდების საერთაშორისო საჰაერო და კოსმოსური გამოფენა დაათვალიერა და აქ ძალიან დაინტერესდა რა რუსული წარმოების მეხუთე თაობის SU-35 და SU-57 ტიპის  გამანადგურებელი თვითმფრინავებით, მათი შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო“, აღნიშნავს ჰაბერთურქი.

Hürriyet-ი კი ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან იმ ადგილს გამოყოფს, რომელშიც იგი ამბობს, რომ S-400 ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მფლობელი ანკარა, ბოლო დროს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამიტომ იგი, ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად  „დიდ შვიდიანში“ აუცილებლად უნდა იქნას შეყვანილი, რაც ძალიან კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვისაც.

“თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანისა და თურქეთის საჰაერო ძალების მიერ ორ ქვეყანას შორის ყოველწლიური სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, “TurAz არწივი 2019“, 2 სექტემბერს დაიწყო და იგი 16 სექტემბერს დასრულდება რა, მასში დამკვირვებლის სახით იღებენ მონაწილეობას პაკისტანელი სამხედროები.

Star-ი ეკონომიკურ განყოფილებაში თურქეთის ექსპორტიორთა პალატის (TIM) სექტორული საბჭოს წევრის, რუსტემ ჩეთინქაიას განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ქვეყნის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მის საწინააღმდეგოდ იმპორტი კი შემცირდა. “ექსპორტის ზრდის პარალელურად, იმპორტი შემცირდა და მის ფარგლებში საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წლის პირველ 8 თვეში 61.3 პროცენტით შემცირდა რა, იგი 19 მილიარდ დოლარამდე დავიდა”, აღნიშნა ჩეთინქაიამ, წერს სტარი.

Yeni Şafak-ი კულტურის გვერდზე, ცნობილი ფინანსური კომპანიის, Mastercard-ის მიერ 2018 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტის მიმღები ქალაქების თაობაზე გამოქვეყნებულ 2019 წლის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს, რომელშიც მთელი მსოფლიოდან სულ 200 ქალაქია შესული და ამ სიაში სტამბოლი 13,4 მილიონი უცხოელი ვიზიტორით მე-8 ადგილზეა, ხოლო ანტალია კი 12.4 მილიონი ვიზიტორით მე -10 ადგილზე.



მსგავსი ინფორმაციები