თურქული პრესა 15.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1252699
თურქული პრესა 15.08.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ერდოღან-ვიდოდოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ინდონეზიის პრეზიდენტ, ჯოკო ვიდოდოს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით,  ერდოღანმა  და ვიდოდომ ერთმანეთს  ყურბან-ბაირამი მიულოცეს.

გაზეთი „Star“-ი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-სთან,  სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მათმა  უპილოტო საფრენმა აპარატებმა (İHA) რეგიონში  მოვალეობის შესრულება დაიწყეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი ეკონომიკურ გვერდზე „თურქული ნაკადის“ პროექტის მშენებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: „თურქული ნაკადის“ პროექტის განმხორციელებელი კომპანიიდან გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი კალენდარული გათვლების ფარგლებში გრძელდება რა, თრაკიის სანაპიროზე მდებარე ქიიქოის ნავთობტერმინალის მშენებლობის 95%-ი დასრულდა. მათივე განცხადებით, გაზის მიწოდება 2019 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ მალტის  დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „Horizon“-ი ხმელთაშუაზღვისპირეთის ტურნეს ფარგლებში თურქეთის მუღლის პროვინციაში მდებარე საკურორტო ქალაქ მარმარისში ჩავიდა, რომლითაც უმრავლესობა ესპანელი 1610 ტურისტი ჩამოიყვანა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ საკურორტო ქალაქ ანტალიის, ქაშის რაიონში ყურბან-ბაირამის პერიოდში ანუ 4 დღეში 25 ათასი ტურისტი ეწვია.
 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები