თურქული პრესა 05/08/2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1247834
თურქული პრესა 05/08/2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით  სამხედრო ოპერაციის დაწყება დაანონსა. „ადრე სირიაში, აფრინში, ჯერაბლუსში, ბაბში შევედით, ამჟამად კი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში უნდა შევიდეთ. ჩვენ ამის შესახებ როგორც რუსეთს,  ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ვაცნობეთ,“ განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ უსაფრთხოების ძალებზე ჩაბარებული, PKK-ს ტერორისტები აღიარებენ, რომ ის ვინც ნებით თუ უნებლიეთ წევრიანდება სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს რიგებში, ყველა ნანობს. მათივე თქმით, ტერ ორგანიზაციის ლიდერები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ და  ამცირებენ.  

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს რეკორდი დამყარდა. ანტალიაში,  იანვარ-ივლისის თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა და 8 მილიონ 193 ათას 924 შეადგინა. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი ტურისტი ანტალიაში რუსეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ.

„ჯეფ ბეზოსი ბოდრუმში ისვენებს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ბოდრუმის დათჩას და მარმარისის სანაპიროებზე ძვირადღირებული იახტით ჩამოვიდა.

გაზეთი „Habertürk“-ის მიხედვით საძიებო სისტემა,  Google-ს მიერ 120-ზე მეტ ქვეყანაში ონლაინის მეთოდით ჩატარებულ სამეცნიერო  გამოფენაში მონაწილე  იზმირელმა მე-11 კლასელმა მოსწავლემ თუან დოლმანმა ხუთი საუკეთესო ჯილდოდან ერთ-ერთი მოიპოვა. დოლმანმა კონკურსზე „სოფლის მეურნეობის მოდული, რომელიც ხის ვიბრაციებს ენერგიად აქცევს“ სახელწოდების პროექტი წარადგინა და „სამეცნიერო ამერიკელი ინოვატორის“  ჯილდო მოიპოვა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები