თურქული პრესა 25.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1242112
თურქული პრესა 25.07.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ერის და კვიპროსელი თურქების უფლებების და ინტერესების დაცვის საკითხზე სენსიტიურობას ნათლად აჩვენებს. მისივე თქმით, ვერც ერთი ფარული ან ღია სანქციების მუქარა ვერ ათქმევინებს თურქეთს უარს სამართლიან დავაზე და თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, მომავლის, მოქალაქეების სიმშვიდისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ყველა საფრთხის თავიდან აცილებისათვის საჭირო ძალა და სიმტკიცე გააჩნია.  

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განცხადება გააკეთა სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის მოლაპარაკებებზე და დასძინა: „ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული წინადადებები დამაკმაყოფილებელი არ არის. შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. უკვე მოთმინების ფიალა აგვევსო.“ ჩავუშოღლუს თქმით, ყველაზე სენსიტიური საკითხებია უსაფრთხოების ზონის სიღრმე, ვის ექნება მასზე კონტროლი და სეპარატისტული ტერორგანიზაცია YPG/PKK-ს აქედან გასვლა.

რუსეთის ფედერაციული ციფრული განვითარების, კომუნიკაციების და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილემ მიხეილ მამონოვმა განაცხადა რომ რუსეთმა და თურქეთმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს და „დიგიტალიზაციის სფეროში თანამშრომლობა კი უკანაა ჩამორჩენილი.“ წერს გაზეთი „სტარი“. „ჩვენი სამინისტრო ამ სიცარიელეს წელს ამოავსებს. ახლო მომავლში ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიებისა და კიბერ უსაფრთხოების სფეროებში თურქეთთან თანამშრომლობას ვგეგმავთ.“ - განაცხადა მამონოვმა.  

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქული ნაკადის ბუნებრივი აირის მილსადენის ქირქლარელის ტერმინალის მშენებლობის 90% დასრულდა. პროექტის დასახული ოპერაციული თარიღის 2019 წლის დეკემბერში ამოქმედებისათვის მნიშვნელოვან გარდატეხის წერტილს მიაღწიეს. პროექტი ამგვარად თაობების მანძილზე როგროც თურქეთის ასე ევროპის ენერგო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამასთანავე განამტკიცებს თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობას.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, საპრეზიდენტო სისტემის პირველი განვითარების გეგმა და 2019-2023 წლის პერიოდის მომცველი მეტერთმეტე განვითარების გეგმა თურქეთის დიდიმა ეროვნულმა მეჯლისმა დაამტკიცა. ქვეყანაში 2023 წლამდე ეკონომიკის თაოსნობით ბევრ სფეროში გასატარებელი პოლიტიკის შემცველი გეგმის მიხედვით, მომდევნიო პერიოდში ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ცენტრალური ბანკის ფულის ამოქმედება დაიწყება. ამოქმედებული ფულის ერთეული თურქეთს მიმზიდველ ცენტრად აქცევს.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები