თურქული პრესა 24.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1241333
თურქული პრესა 24.07.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერალური სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის სერვისის ხელმძღვანელმა, დიმიტრი შუგაევმა, განაცხადა, რომ თურქეთში S-400-ის გადაზიდვის პირველი ეტაპი ამ კვირაში დასრულდება.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თურქული კომპანიების მუშაობა შეაქო. ერთ-ერთი კონტროლის დროს ზელენსკი გზების მშენებლობაზე არსებულ პრობლემებს შეეხო და დასძინა: „ჩვეულებრივ კომპანიასთან მაგალითად თურქულ კომპანიასთან შეგიძლიათ მუშაობა. ეს საქმე მათ შეუკვეთეთ.“ ზელენსკიმ ავტომაგისტრალების შეკეთების მითითება გასცა და დასძინა: „გთხოვთ გვითხრათ როგორ გავაკეთოთ ეს გზა. მიზეზს ნუ მოიგონებთ. იმუშავეთ თურქულ კომპანიასთან.“

თურქულმა კომპანიებმა გაიმყარეს ადგილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თავდაცვის მრეწველობის სიად აღიარებულ „Defense News Top 100“-ში - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ASELSAN-მა 52-ე, STM-მ 85-ე, ROKETSAN-მა 89-ე ადგილზე გადაინაცვლა, TUSAŞ-მა 69-ე ადგილი დაიკავა.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთში წლის პირველ ნახევარში შექმნილი უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6,86%-ით გაიზარდა და 6 ათას 179-ს მიაღწია. ყველაზე მეტი უცხოური კაპიტალის სააქციო საზოგადოება სტამბოლში შეიქმნა და თუ იმ ქვეყნებს გადავხედავთ, საიდანაც უცხოელები ჩამოვიდნენ, 33 კომპანიით პირველ ადგილზე ირანია.

და ბოლოს, გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატის მიხედვით, საზღვარგარეთიდან თურქეთში ავტომაგისტრალებით შემოსული და ინტერნეტის მეშვეობით „ავტომობილის წინასწარი დეკლარაციის“ სახელწოდების პროგრამით ავტომობილების გამოგზავრებამდე რეგისტრაციის განმხორციელებელი მოქალაქეები, სასაზღვრო პუნქტებზე პროცედურებს სწრაფად ასრულებენ და გრძელ რიგებში ჩადგომის გარეშე გადადიან საზღვარზე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები