თურქული პრესა 23/07/2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1240597
თურქული პრესა 23/07/2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც  ჯეიმს ჯეფრის ანკარაში ვიზიტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა  წარმომადგენელმა  სირიის საკითხებში  ჯეიმს ჯეფრიმ,  ანკარაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. ჯეიმს ჯეფრი ანკარაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სედათ ონალს შეხვდა. საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „შეხვედრაზე, სირიის პოლიტიკური პროცესი, იდლიბის დეესკალაციის ზონის და  საკონსტიტუციო კომიტეტის საკითხები განვიხილეთ.“

გაზეთი „Sabah“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის,  რუსეთიდან S-400-ბის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვის თაობასთან დაკავშირებით,  აშშ-ს მხრიდან  ავიაგამანადგურებელ  F-35-ებთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა და დასძინა: „ჩვენ, ეროვნული წარმოების თვითმფრინავის, ტანკის, ვერტმფრენის შექმნისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. იმ შემთხვევაში თუ აშშ  ავიაგამანადგურებელ  F-35-ებს არ მოგცემს, სანამ ჩვენივე შესაძლებლობით მსგავსი იარაღის წარმოებას დავიწყებთ,  საჭიროებისამებრ სხვა ალტერნატიულ ბაზარს მოვძებნით. როგორც,  რუსეთისგან S-400-ბის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შევიძინეთ.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა,  სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ  S-400-ბის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ლიცენზირებული ნაწილების თურქეთში წარმოებასთან დაკავშირებით ანკარასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. 

გაზეთი „Star“-ი კარლ ბილდტის გაზეთ „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: შვედეთის ექს პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი გაზეთ „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ევროპამ თვითრეგულირება უნდა განიცადოს და თურქეთთან  ლტოლვილთა კრიზისის საკითხში თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, ევროპა ამ ახალი ეპოქის სერიოზული გამოწვევების წინაშე ძლიერი მოთამაშე უნდა გახდეს რა, წინააღმდეგ შემთხვევაში ან თამაშ გარე დარჩება ან კიდევ უფრო ცუდი, არასასურველი შედეგები მოჰყვება ამას.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთი ტრიპოლის საელჩოს ევაკუაციას უარყოფს. თურქეთის საელჩომ ტრიპოლში საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Facebook-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იმის თაობაზე რომ თითქოს და თურქეთმა ტრიპოლის საელჩოს ევაკუაცია მოახდინა, სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები