თურქული პრესა 19.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1238751
თურქული პრესა 19.07.2019

                                       

        

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარემ ისმაილ დემირმა,  F-35 პროგრამასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანკარა ყოველთვის ერთგული რჩება ხელმოწერილი შეთანხმებებისადმი და ყოველთვის ასრულებს შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მისივე თქმით, თუ რაიმე აუცილებლობა არ იქნება, ამიერიდან საზღვარგარეთიდან რაიმე სამხედრო აღჭურვილობას აღარ იყიდიან და ამის პარალელურად ამიერიდან ანკარა ხელს შეუწყობს საკუთარი ეროვნული და ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებას.

“თურქები მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ღვეზელს ამზადებენ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი, რომლის მიხედვითაც ეს სიტყვები ეკუთვნის კრემლის პრეს სპიკერ დიმიტრი პესკოვს. ეს განცხადება პესკოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის ნაწილების ანკარაში ჩამოტანის შემდეგ, ბურსელმა ღვეზელის ოსტატმა ჰასან აჯარმა, რომელიც მსოფლიოში აქამდე გამომცხვარი ყველაზე გრძელი ღვეზელის ავტორია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის სპეციალური ღვეზელის გამოცხობისა და გაგზავნის პირობა დადო. პესკოვმა ამ განცხადებაში არაფერი თქვა ღვეზელის გამოცხობისა და გაგზავნის თარიღების შესახებ, აღნიშნავს სტარი  

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის ქალაქ იალოვაში,  თურქეთში პირველი და მსოფლიოში უდიდესი, მზის ენერგიით საკუთარი ელექტროენერგიის მწარმოებელი გამწმენდი პროექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ასე რომ, ე.წ. მზის ენერგიის ქარხანა, რომელიც იყენებს 3360 მზის პანელს, მათი მეშვეობით საკუთარ ენერგიას აწარმოებს

Hürriyet-ის კორესპონდენტი კუვეიტიდან იტყობინება, რომ თურქულმა ეროვნულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა “SİHA Bayraktar TB2“-მა მონაწილეობა მიიღო კუვეიტში ჩატარებულ ე.წ.   demo-ს ფრენებში და ყველაზე დიდხანს დარჩა რა ცაში, ამით ახალი რეკორდი დაამყარა. მიუხედავად კუვეიტის არახელსაყრელი საფრენი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებისა, რაც გამოიხატება მაღალ ტემპერატურასა და ძლიერი ქვიშის ქარიშხალში, თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მაინც მნიშვნელოვან წარმატებას  მიაღწია, რადგან მთელი 27 საათის განმავლობაში დარჩა ცაში, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს  

Yenişafak-ის მიხედვით კი, 18 წლის თურქი ფიზიკოსი ათეშ ფეტტაჰოღლუ, რომელმაც საკუთარი თერმობირთვული რეაქტორი შექმნა და აამუშავა,  ანკარის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კვლევითი ღონისძიების ფარგლებში, 24 თურქ მეცნიერ-მკვლევართან ერთად, როგორც ყველაზე ახალგაზრდა თურქი ბირთვული ფიზიკოსი, უკრაინის ქალაქ ჩერნობილს ეწვია და მის მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენენ უკრაინული მას მედიის საშუალებები



მსგავსი ინფორმაციები