თურქული პრესა 17.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1236993
თურქული პრესა 17.07.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დონმეზი სოციალურ ქსელ ტვიტტერის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში, თურქული საბურღი გემების მხრიდან ხმელთაშუაზღვაში წარმოებულ საძიებო სამუშაოებს შეეხო და აღნიშნა, რომ ამჟამად კუნძულ კვიპროსის გარშემო ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვების საძიებო და საბურღი სამუშაოების შემსრულებელ 3 თურქულ გემს კიდევ ერთი, მეოთხე გემი, “Oruç Reis/ორუჩ რეისიც მიემატება

Star-ი, ესპანეთის მიერ ევროკავშირის გაფრთხილებას ეხება და წერს: ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდათ, სანამ, ანკარის მხრიდან ხმელთაშუაზღვაში წარმოებული სამუშაოების მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მანამდის ჯერ დიპლომატიური ძალისხმევები გააგრძელონ და ისე მიიღონ საბოლოო დადგენილება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში პრევენციული ქმედებების ძალას დაკარგავენ, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდას და ამასთან გართულდება მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებაც

“უცხოელი ტურისტების რაოდენობაში ისტორიული რეკორდი დამყარდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებასHaber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: მიმდინარე წლის 5 თვეში, ორ კონტინენტზე მდებარე მეგა ქალაქ სტამბოლს 5.4 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია და ამით, სტამბოლში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობაში ყველა დროის რეკორდი დამყარდა

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთ-ევროკავშირის სავჭრო ურთიერთობებს ეხება და წერს: თურქეთმა მაისის თვეში, წინა 10 თვის მსგავსად, ევროკავშირთან ვაჭრობაში 564.5 მილიონი ევროს პროფიციტს მიაღწია. თურქეთის ექსპორტმა ამ თვეში ევროკავშირში 6 მილიარდ 873.8 მილიონი ევროს მიაღწია, როცა იმპორტმა ევროკავშირიდან 6 მილიარდ 309.3 მილიონი ევრო შეადგინა და  ბოლო 10 თვის დადებითი ტენდეცია მაისშიც გაგრძელდა. მოკლედ, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში თურქეთმა ევროკავშირის ქვეყნებში 34 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი და პროდუქცია გაიტანა, ხოლო 29.8 მილიარდი ევროს იმპორტი გააკეთა და საერთო ჯამში  4.2 მილიარდ ევროს ოდენობის დადებით სალდოს მიაღწია

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ ჰოლანდიელ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ფარგლებში შექმნილმა ჰოლანდია-თურქეთის სავაჭრო თანამშრომლობის ცენტრმა, "თურქეთში საინვესტიციო კამპანია" დაიწყო. “უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებულმა ამ ცენტრმა, 1 ტრილიონი 256 მილიარდი ევროს მოცულობის საინვესტიციო რეზერვებზე გაამახვილა ყურადღება და უცხოური კაპიტალის დაბანდებაში წინა პლანზე წამოწია  9 პრიორიტეტული სექტორი, რომელთა შორის არის, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, კვება და მეცხოველეობა, ქიმია, შემოქმედებითი ინდუსტრია, ენერგეტიკა, განახლებადი ენერგია, მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია და ა.შ.“ წერს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები