თურქული პრესა 03.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1229382
თურქული პრესა 03.07.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. სახელმწიფოს მეთაურ სი ძინპინთან შეხვედრის გამართვამდე ერდოღანმა აღნიშნა: „მჯერა, რომ ათასობით წლის, აბრეშუმის გზით ერთმანეთთან დაკავშირებული ძირძველ ცივილიზაციებზე დამყარებული თურქეთ-ჩინეთს თანამშრომლობის გასაძლიერებლად დიდი პოტენციალი არსებობს.“

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თურქეთმა, გაეროს მიერ ტერორგანიზაცია PKK/PYD/YPG-ს კოორდინაციის ქვეშ მყოფი ეგრეთ წოდებული SDG-ს სარდალი სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი „ფერჰათ აბდი შაჰინ“-ს და მის წევრებთან ინფორმაციის მიწოდების გარეშე შეხვედრა და „სამოქმედო გეგმის“ ხელმოწერა, გაეროს სახელით უაღრესად სავალალო მოვლენად შეაფასა და მკაცრად დაგმო

თურქეთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა სადიქ არსლანმა სირიის ქალაქ იდლიბის სადამკვირვებლო პუნქტზე თავდასხმასთან კავშირებით აღნიშნა „თურქეთი, რეჟიმის კონტროლირებადი რეგიონებიდან თურქეთის (იდლიბში) სადამკვირვებლო პუნქტებზე თავდასხმაზე პასუხის გაცემაზე არ იყოყმანებს“ - წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა, რომ ექსპორტმა წლის პირველ 6 თვეში 88,2 მილიარდ დოლარს მიაღწია და „რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდი დამყარდა.“

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, რომ სტამბოლში მდებარე თურქული და ისლამური ხელოვნების ნიმუშების ეთნოგრაფიის განყოფილების რესტავრაცია დასრულდა. კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმედ ნური ერსოის მონაწილეობით ჩატარებული გახსნის ცერემონია მე-16 საუკუნის კერამიკის წარწერის პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც უკან ინგლისიდან დაიბრუნეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები