თურქული პრესა 27.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1225955
თურქული პრესა 27.06.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტს პუტინს შორის 29 ივნისს იაპონიის ქალაქ ოსაკაში შეხვედრა გაიმართება. ერდოღანი და პუტინი შეხვედრაზე S-400-ების საკითხს განიხილავენ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გასამართ დიდი ოცეულის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სპეციალური გაზეთი "G-20" გამოიცა, რომელშიც ლიდერებზეა საუბარი. გაზეთში ერდოღანზე საუბრისას ნათქვამია, რომ მან 15 ივლისს (2016)  ფეტულაჰის ტერორგანიზაციის გადატრიალების მცდელობა წარმატებით აიცილა თავიდან. აქვე აღნიშნულია, რომ ერდოღანი იაპონიას ბევრჯერ ეწვია და საკონსტიტუციო ცვლილებებით იგი თურქეთის პირველი არჩეული პრეზიდენტია. აქვე ხაზგასმულია, რომ ერდოღანი მუსლიმი ლიდერია.  

თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატების გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრმა არსლან სოიდანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით თხილის ექსპორტის 85-90% თურქეთიდან ხდება და დაამატა: „ჩვენი მწარმოებლების მიერ მოყვანილი თხილით ჩვენმა ქვეყანამ 2016-2017 წლის სეზონზე 1,9 მილიარდი დოლარი, 2017-2018 წლის სეზონზე 1,8 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.“-წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის ავიახაზების (THY) შორეული აღმოსავლეთის ბაზარზე მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში სამგზავრო დატვირთვის დონე 85%-მდე, მგზავრთა რაოდენობა 4,3%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონს მიაღწია. თურქეთის ავიახაზები ფლოტის ახალი დიდი მოცულობის თვითმფრინავებით შევსების შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში ახალი მიმართულებებითაც დაიწყებს ფრენებს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქ ბოდრუმში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დიდი რაოდენობა ჩავიდა. ბოდრუმის სასტუმროების მფლობელთა ასოციაციის გენერალური მდივნის ორჰან კავალას განცხადებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობაში კარგი ზრდა დაფიქსირდა და დაამატა: „რაიონში ძირითადად ინგლისელი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი, ბელგიელი და ფრანგი სტუმრები არიან.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები