თურქული პრესა 18.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1220499
თურქული პრესა 18.06.2019

 

                                       

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროების დელეგაციათა მეორე შეხვედრის თარიღი, რომელიც ანკარაში შესდგება, ცნობილი გახდა. “იგი 18-21 ივნისს   გაიმართება რა, მასზე ძირითადად ეგეოსის ზღვის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და  ნდობის აღდგენის ღონისძიებებს განიხილავენ“, აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, წერს საბაჰი

"თურქული სამხედრო თვითმფრინავი პირველად პარიზის გამოფენაზე იქნა წარდგენილი", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: ს/ს თურქეთის საჰაერო და კოსმოსური მრეწველობის კომპანია TUSAŞ-მა, ეროვნული სამხედრო თვითმფრინავის პროტოტიპი პირველად პარიზის ტრადიციულ 53-ე საავიაციო გამოფენაზე აჩვენა. როგორც განაცხადა TUSAŞ-ის გენერალურმა დირექტორმა თემელ კოტილმა, მათი კომპანიის მხრიდან წარმოებული თურქული გამანადგურებლის პროტოტიპის მიმართ უდიდეს ინტერესს იჩენენ პარიზის საავიაციო ბაზრობა-გამოფენაზე, რადგან, ეს თვითმფრინავი ევროპის ყველაზე საუკეთესო და ძლიერი საბრძოლო თვითმფრინავი იქნება

Star-ი, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოებისა (AAS) და ამერიკის ნაციონალური აერონავტიკის სააგენტოს (NASA) თანამშრომლობით ორგანიზებულ და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სატელიტური თანამგზავრების კონკურსის, CanSat-ის 'შედეგებს აშუქებს და წერს, რომ მასზე დიდ წარმატებას მიაღწიეს თურქეთის უნივერსიტეტების მხრიდან დამზადებულმა თანამგზავრებმა. “ასე რომ, ტეხასში გამართულ კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 40 გუნდი მონაწილეობდა, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (ITU) გუნდის, Apis-ის მიერ დაპროექტებულმა თანამგზავრმა პირველი ადგილი, ხოლო ქალაქ ზონგულდაკის ბულენტ ეჯევითის სახელობის უნივერსიტეტის გუნდის, Grizu-263 მიერ შექმნილმა კოსმოსურმა თანამგზავრმა კი მეორე ადგილი დაიკავა“, აღნიშნავს სტარი

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ედირნეს ოლქში შემავალ ენეზის რაიონში დაიწყეს “ჩერიბაშის“ სახეობის ალუბლის კრეფა, რომელიც ფაქტიურად ექსპორტში გადის, კონკრეტულად კი ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. “ენეზელები წელს უხვ მოსავალს ელიან და სეზონზე სულ ცოტა 400 ტონა ალუბლის ექსპორტს აპირებენ“, ვკითხულობთ ჰაბერთურქში

Yeni Şafak-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ სტამბოლის ტრადიციული ოპერის ფესტივალი წელს 2 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. “წელს მეათედ ტარდება სტამბოლის ფესტივალი და მასში პირველად მიიღებს რა მონაწილეობას მოსკოვის ბოლშოი თეატრი, ფესტივალსაც იგი გახსნის“, ხაზს უსვამს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები