თურქული პრესა 22.03.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1168549
თურქული პრესა 22.03.2019

 

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მცდელობები,  ისრაელის უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციას ითვალისწინებს, რაც რეგიონში კიდევ უფრო მეტ ძალადობას და ტანჯვას გამოიწვევს. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ის საშუალებით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა და დაამატა: "ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ყველაზე ძირითად საერთაშორისო სამართლის პრინციპს. ამიტომაც, აშშ-ის მხრიდან ისრაელის იმ ქმედებების გამართლება და ლეგიმიტაცია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო სამართლის პრინციპებს,  რეგიონში უფრო მეტ ძალადობას და ტანჯვას გამოიწვევს".

Haber Türk-ი, საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს იმ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც იგი ევროპარლამენტში მზარდ რასიზმზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში სულ უფრო და უფრო მატულობს რასისტული და რადიკალური დეპუტატების რაოდენობა, რის გამოც მის პლატფორმებზე უკვე რთულდება  და ვეღარ იცავენ ევროპის საერთო ღირებულებებსაც კი. "ევროპარლამენტი არა მხოლოდ თურქეთის, არამედ თვით ევროკავშირისა და საერთო ევროპული ღირებულებების წინააღმდეგაც გამოდის და ამით საფრთხეს უქმნის თვით თავის თავსაც რა, ეს კი იმ რასისტული  და რადიკალური დეპუტატების დამსახურებაა, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან“, ხაზს უსვამს თურქი დიპლომატი, წერს ჰაბერთურქი

“3500 მეტრის სიღრმიდან ნავთობმა ამოაფრქვია“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: ამ ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთშიც, სწრაფად დაიწყო გავრცელება ნახშირწყალბადების ახალი საწარმოო ტექნიკით, ჰიდრავლიკური  მეთოდით ძიებამ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზის განცხადებით, სწორედ ამ მეთოდით დიარბაქირისა და სიირტის ოლქებში, დაახლოებით 3500 მეტრის სიღრმეში, ნავთობის საკმარისი რეზერვები აღმოაჩინეს და ამის შემდეგ ამ მეთოდს ანატოლიის სხვა რეგიონებშიც გამოიყენებენ.

Sabah-ი იუწყება, რომ 21 მარტს სტამბოლში, 48-ედ გაიხსნა “Istanbul Jewelry Show“ სახელწოდების გამოფენა, რომელიც 24 მარტამდე იქნება ღია და მასზე 120 ქვეყნის 1250-მდე კომპანიას, დაახლოებით 30 ათასამდე იუველირული ნაწარმები და აქსესუარები აქვს გამოფენილი. მათ შორის პირველად იქნება გამოფენილი ასევე თურქულ ისტორიულ სერიალებში ნაჩვენები ლიცენზირებული პროდუქციაც, რომლებიც უკვე მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენენ და მათზე შეკვეთები მოდის მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან. “ამ გამოფენის ყველაზე საინტერესო აქსესუარს კი წმინდა ყურანის იასინის სურის წარწერებიანი კრიალოსანი წარმოადგენს, რომლის საწყისი ფასი 350 ათასი თურქული ლირაა“, ვკითხულობთ საბაჰში

Hürriyet-ი, კულტურის გვერდზე ანტალიის მახლობელ ფინიკიეს დასახლებას აცნობს მკითხველს და მას თურქეთის დამალულ სამოთხედ ნათლავს. “ხარისხიანი ფორთოხლით განთქმული ფინიკიე, თოროსის მთის კალთებსა და ხმელთაშუაზღვას შორის მდებარეობს და ნარინჯიანების უკიდეგანო ბაღებით, სუფთა და ოქროსფერი პლიაჟებით, ფირუზისფერი სანაპიროებით, ხელშეუხებელი ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით, ერთ-ერთ ულამაზეს და მყუდრო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, წერს ჰურრიეთი    



მსგავსი ინფორმაციები