თურქული პრესა 20.03.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1167099
თურქული პრესა 20.03.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ ზონგულდაქში სიტყვით გამოსვლისას ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს შეეხო და განაცხადა: „ჩვენი 50 ძმა ვერაგულად მოკალი. ამაზე პასუხს აგებ. თუ ახალი ზელანდია არ მოგკითხავს ასე ან ისე ამაზე პასუხს ჩვენ გაგებინებთ“

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთმა წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო ინდონეზიას სამძიმარი გამოუცხადა. საგარეო საქმეთა სამინსიტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ინდონეზიის შტატ პაპუაში ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულებისა და ნგრევის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. მეგობარ და მოძმე ინდონეზიის მოსახლეობას სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“

თურქეთიდან პომიდორის ექსპორტი წლის დასაწყისიდან დღემდე გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, 98 მილიონ დოლარს მიაღწია და პირველ ადგილზე 40 მილიონი დოლარით რუსეთია - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. რუსეთს, 13,5 მილიონი დოლარით რუმინეთი, 7,3 მილიონი დოლარით კი ბულგარეთი მოსდევენ.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ თურქეთ-არაბული ქვეყნების თანამშრომლობის ასოციაციის (TÜRAP) მხარდაჭერით 2019 წლის 24-26 აპრილს სტამბოლში გასამართ თურქულ-არაბული სურსათისა და სასურსათო ტექნოლოგიების მეექვსე გამოფენაში 15 არაბული ქვეყნიდან 1500 ბიზნესმენი, 200-ზე მეტი თურქული ფირმა მიიღებს მონაწილეობას. ამ გამოფენით, სურსათისა და სასოფლო სამეურნეო სფეროში გარე ქვეყნებზე დამოკიდებულ არაბულ ქვეყნებში თურქული ფირმების საბაზრო წილის გაზრდას ისახავენ მიზნად.

და ბოლოს, გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო ტურიზმში თურქეთისათვის უპირატესობის მიმნიჭებელ ტურისტთა რაოდენობამ 2018 წლის ბოლოს 1 მილიონს მიაღწია. თერმული ჯანდაცვის და ტურიზმის ასოციაციის (TESTUD) თავმჯომარემ იავუზ იილიქმა განაცხადა: „სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოსთვის სამედიცინო ტურიზმში თურქეთისათვის უპირატესობის მიმნიჭებელ ტურისტთა რაოდენობამ 1 მილიონს მიარწია.“ მისივე თქმით, თურქეთის თერმული წყლები, როგოც ხარისხით, ასევე დინებით, ტემპერატურით, სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ევროპის თერმულ წყლებზე უკეთესია.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები