თურქული პრესა 06.03.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1157871
თურქული პრესა 06.03.2019

                                         

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ინგლისის საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა, თურქეთის სამ ზღვაში მიმდინარე სამხედრო მანევრს სახელწოდებით “ცისფერი სამშობლო 2019“, რომელშიც 103 სამხედრო გემი იღებს მონაწილეობას, დიდი ადგილი დაუთმო თავის გადაცემაში და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე უდიდესი საზღვაო სამხედრო წვრთნა. ამ ინფორმაციის გადაცემისას როიტერსმა ისეთი ფოტოსურათები გამოაქვეყნა მანევრიდან, რომელშიც თურქები ახალ სამამულე იარაღს და ტექნიკა-დანადგარებს იყენებენ

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც ძალზედ დიდი ინტერესს იჩენენ თურქეთის ყველაზე უდიდეს, სტამბოლის საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიის გამოფენის, TEKNOFEST-ის მიმართ, რის დასტურია მასში მონაწილეთა განაცხადის რაოდენობა, რომელიც სამჯერ უფრო მეტია გასული წლისაზე. ამავე სტატიით, ფესტივალში მონაწილე გუნდების რაოდენობამ 6774-ს მიაღწია და ისინი ამ გამოფენის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიურ და სარაკეტო შეჯიბრებებში, მეტად კონკურენტიანს ელიან უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებსა და მათ საბრძოლო შეჯიბრებებს, დამთვალიერებლები პირველად ნახავენ თურქი გამომგონებლების მიერ შექმნილ მფრინავ ავტომობილს და ა.შ.  

“თურქეთმა მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი მინი დეტექტორი აწარმოა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: თურქი ინჟინრების მიერ შემუშავებული და სრულყოფილად განვითარებული "OZAN" -ის სახელწოდების მინის მძებნელი დედექტორი, რომელიც უსაფრთხოების განყოფილების საჭიროებების გათვალისწინებით იქნა შექმნილი, მსოფლიოს ყველაზე მსუბუქი დეტექტორია, რადგან, მისი წონა მხოლოდ  1480 გრამია და  ხანგრძლივი ტრანსპორტირების დროს, უსაფრთხოების ძალებს უადვილდებათ მისი ტარება. ამ დედექტორს გაფთხილების სამი სისტემა აქვს, ხმიანი, ვიზუალური და ვიბრაციული განგაშის სახით, აღნიშნავს სტარი

Hürriyet-ის მიხედვით, საინფორმაციო სააგენტო INSIDER-მა, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტკბილეულების სია შეადგინა, რომელთა დაგემოვნება სიცოცხლეში აუცილებლად უნდა სცადონ გურმანებმა და ამ სიაში თურქეთიდან შევიდა ე.წ. “lokma“, რომელსაც განსაკუთრებით ეტანებიან სტამბოლში და საერთოდ, თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ლოქმა შეიცავს სითხიან შოკოლადს, მანდარინის სოუსს, რძეს, მუქ შოკოლადს, ჰალვას, თათარას, კარამელს, თხილს, კაკალს, ნუშს, წიწაკას, გამხმარ მანდარინს, ქოქოსს და ა.შ. უცხოელი ტურისტები, რომლებიც აგემოვნებენ ლოქმას, დიდ ქებას ასხამენ მას სოციალური ქსელით გავრცელებულ მესიჯებშიც, წერს ჰურრიეთი

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის ეროვნული ნაკრების ახალ ტექნიკურ მწვრთნელს, შენოლ გუნეშს, რომელმაც ამ პოსტზე რუმინელი მირჩა ლუჩესკუ შესცვალა, პირველი მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურში ექნება და მის ფარგლებში პირველ მატჩს თურქეთის ნაკრები მისი ხელმძღვანელობით 22 მარტს ალბანეთთან, 25 მარტს კი მოლდავეთთან ჩაატარებს.



მსგავსი ინფორმაციები