თურქული პრესა 28.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1154177
თურქული პრესა 28.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ალბაირაქმა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძესთან და მთავარი მრჩეველთან, ჯარედ კუშნერთან, დედაქალაქ ანკარაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "კუშნერთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ჩვენს ქვეყანებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის ნაბიჯები განვიხილეთ“ - აღნიშნა ალბაირაქმა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა თებერვლის თვის ეკონომიკისადმი განწყობის ინდექსი გამოაქვეყნდა. მის მიხედვით, ეკონომიკისადმი განწყობის ინდექსი ამ თვეში წინა თვესთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და 78.5-დან 79.4-მდე ავიდა. ინდექსის ზრდა მომხმარებელთა, რეალური სექტორის (წარმოების მრეწველობა) და მომსახურების სექტორის ნდობის ინდექსების გაზრდამ გამოიწვია. თებერვლის თვეში რეალური სექტორის (წარმოების მრეწველობა) ნდობის ინდექსმა 96.9%-ს, ხოლო მომსახურების სექტორის ნდობის ინდექსმა კი 79.5%-ს მიაღწია.

თურქეთიდან რუსეთში იანვარის თვეში 18 ათას 60 ტონა ლიმონი იქნა ექსპორტირებული, რის სანაცვლოდაც 10 მილიონ 172 ათასი 644 დოლარი შემოსავალი მიიღეს - წერს გაზეთი „სტარი“. რუსეთში გასულ წელში 13 ათასი 69 ტონა ლიმონის ექსპორტი განხორციელდა, რამაც თურქეთში 8 მილიონ 969 ათასი 50 დოლარის უცხოური ვალუტის შემოდინება უზრუნველყო. აღნიშნული პერიოდების შედარებით ჩანს, რომ ამ ქვეყანაში ლიმონის ექსპორტის კუთხით 38% -იანი ზრდა მოხდა.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის პირველი დასასვენებელი ბიოლოგიური ტბა ერზურუმის დაბა აზიზიეში გაკეთდება. დაწესებულება ხელს შეუწყობს თურქეთის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. პროექტი 670 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება. ბიოლოგიური ტბის საერთო მოცულობა 90 ათასი კუბური მეტრი იქნება, ტბის მაქსიმალური ტერიტორია 85 ათასი კვადრატული მეტრი, სიგრძე კი ათას 115 მეტრი იქნება.

და ბოლოს, გაზეთი ჰაბერ თურქი იუწყება, რომ TripAdvisor-მა მოგზაურების მიერ მიცემული ხმებით შედგენილი "Travelers’ Choice 2019"-ის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მოხვედრილ მსოფლიოს 25 საუკეთესო სასტუმროს შორის ორი თურქეთშია. ამ სიაში თურქეთიდან მოხვედრილი ორი სასტუმროდან ერთი სტამბოლში, მეორე კი კაპადოკიაში მდებარეობს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები