თურქული პრესა 21.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1149682
თურქული პრესა 21.02.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის საძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა: „ღმერთმა ქნას, ჩვენს ერს მივაწოდოთ ის კარგი ამბავი, რომელსაც ასე ველიტ“. რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ ალთინდაღის ქარაფურჩექ ქოროღლუს პარკის გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს მიმართა. "ჩვენ დღის წესრიგში ჩვენს სასაზღვრო რეგიონებში უსაფრთხო ზონის შექმნა დგას"- განაცხადა მან და დაამატა, რომ  310 ათასი დევნილი საკუთარ სახლებში დაბრუნდა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი გუშინ აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო, სადაც იგი სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე -5 მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფებოდა. პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალიევმა განაცხადა, რომ ტრანს ანატოლიური გაზსადენით (TANAP) 1 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი მიეწოდა თურქეთს. განცხადების მიხედვით, მინისტრმა დონმეზმა დასძინა, რომ ისეთი დიდი პროექტები როგორიცაა TANAP და STAR-ის მსგავსი გადამამუშავებელი ქარხნები მომავალშიც გაგრძელდება.

თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოხალისე ექვსმა პროფესორმა ერაყის ქალაქ კირკუკში ოპერაცია ჩაუტარეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს 30 პაციენტს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. გაზის, ილდირიმ ბეიაზითის, ოსმანგაზის, ნეჯმეთინ ერბაქანის და სელჩუქის უნივერსიტეტების სხვადასხვა განყოფილებებიდან 6 პროფესორმა და მათმა გუნდმა კირკუკში სემინარები და კონფერენციებიც ჩაატარა და მედიცინის ბოლო მიღწევებზე ისაუბრა. მოხალისე ექიმებმა როგორც ლტოლვილთა ბანაკებში ასევე ქალაქის საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებშიც იმუშავეს.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ავტომობილის გამოფენად აღიარებულ ჟენევის 89-ე საავტომობილო გამოფენის გახსნამდე უკვე დღეებია დარჩენილი. გამოფენა, რომლის დათვალიერებაც 7-17 მარტამდე იქნება შესაძლებელი, მოსალოდნელია, რომ ძალზედ საინტერესოდ ჩაივლის. პირველად 1905 წელს დაწყებული და 1924 წელს  საერთაშორისო გამოფენად აღიარებულ 89-ე ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე თურქული ფირმებიც იქნება წარმოდგენილი.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ თანამედროვე ევროპის პირველ რომანად აღიარებული "დონ კიხოტი"-ის ავტორ ესპანელ მწერალ სერვანტესათან დაკავშირებული ორ დღიანი ღონისძიება "სერვანტესი სტამბოლში" ჩატარდება. დონ კიხოტის მარშრუტში სტამბოლის ოფიციალურად შემტანი ღონისძიება 22-23 თებერვალს სტამბოლის მერიის, შვილობის სააქციო საზოაგოდება Kültür AŞ-ს და სერვანტესის ინსტიტუსის თანამშრომლობით ჯემალ რეშით რეის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები