თურქული პრესა 12.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1143414
თურქული პრესა 12.02.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი გუშინ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდა. სოჭში 14 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის მონაწილეობით გასამართ მე-4 სამმხრივ სამიტამდე, სირიაში განვითარებული მოვლენები, ასევე იდლიბის თაოსნობით რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, „თურქულ არწივ ALPINA“-ს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად აღიარებულ "German Design Awards"-ზე 10 წლის პაუზის შემდეგ თვითმფრინავის დიზაინისთვის მინიჭებული "შესანიშნავი დიზაინის" ჯილდო გადაეცა. ALPINA-მ როგორც ხმელეთზე ასევე წყლის ზედაპირზე დაშვების შესაძლებლობით, ზედა ფრთის სტრუქტურით და  ენერგოდაზოგვით მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების მოწონება დაიმსახურა.  

იაღმურ გუნეში, რომელიც გახლავთ ანტარქტიკაში სამეცნიერო მუშაობის განმხორციელებელი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური საინჟინრო დეპარტამენტის მკვლევარი ასისტენტი, მარსის კვლევების ნიმუშის რეგიონებიდან კონტინენტის ტბებიდან და კლდეებიდან აღებული მასალებით "წითელი პლანეტის" შესახებ წარმოებულ კვლევებს დახმარებას გაუწევს - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. გუნეში შეეხო კონტინენტზე მათი კვლევის მნიშვნელობას და განაცხადა: "ბოლო პერიოდში  ჩვენს ქვეყანაში სწრაფად იძენს მნიშვნელობას კოსმოსური კვლევები, ამ ტიპის სამუშაოების მხარდაჭერა, ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის მიერ საკუთარი ადგილის დასაკავებლად ძალიან მნიშვნელოვანია.“

გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაიბურთში მდებარე ერთ-ერთმა ქარხანამ ბაიბურთის თაოსნობით სხვადასხვა პროვინციაში მოპოვებული ბუნებრივი ქვების დამუშავებით მოკლე დროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის 16 ქვეყანაში ბუნებრივი ქვების ექსპორტი განახორციელა. ქარხნის გენერალური დირექტორის ნურულა შენთურქის განცხადებით, ბაიბურთს ბუნებრივი ქვების რეზერვების კუთხით მდიდარი მიწისქვეშა რესურსების აქვს და ამ წელში მათი მიზანია ექსპორტის მაჩვენებელის 500 ათას დოლარამდე გაზრდა.  

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად სტამბოლის წყალქვეშა სიმდიდრეს დღეს საღამოს ჯემალ რეშით რეის სახელობის საკონცერტო დარბაზში სპეციალურ წარმოდგენაზე მაყურებლებს გააცნობენ. სტამბოლის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამმართველოს ინიციატივთ  52 დღის განმავლობაში 33 სხვადასხვა წერტილში 100-ზე მეტი ჩაყვინთვა განხორციელდა  და გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ორი ზღვა ერთი ქალაქი: სტამბოლი წყლის ქვეშ" და ამ დოკუმენტური ფილმით სტამბოლის წყალქვეშა სიმდიდრეებს მსოფლიოს გააცნობენ. დოკუმენტურ ფილმში სტამბოლის წყალქვეშა ტურიზმსა და ბიომრავალფეროვნებას მსოფლიოს წარუდგენენ და შეეცდებიან წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების დასაცავად ცნობიერების ამაღლებას.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები