თურქული პრესა 04.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1138145
თურქული პრესა 04.02.2019

                               

                        

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც,  მიმდინარე წლის 15 მარტს, მეტად კრიტიკული თურქეთ-ევროკავშირის პარტნიორული საბჭოს შეკრება გაიმართება, რომელზედაც ანკარა-ბრიუსელის ურთიერთობები, ყველა განზომილებაში იქნება განხილული. ანკარა ევროკავშირთან კონსტრუქციული ურთიერთობების მომხრეა. ბოლო სამიტი თურქეთ-ევროკავშირს შორის 2015 წელში ჩატარდა და ახლა მორიგი სამიტის ჩატარება იმის მანიშნებელია, რომ თურქეთი კვლავ სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორს წარმოადგენს ევროკავშირისთვის და ამიტომ მისი კანდიდატად დარჩენა კვლავ გაგრძელდება  

“სტამბოლს 2018 წელში 13 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: ტურიზმის სამინისტრომ გასული წლის ტურისტული მაჩვენებლები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია სტამბოლს და მთლიანობაში მათმა რაოდენობამ 13,5 მილიონ კაცს მიაღწია. ამავე ცნობით, ყველაზე მეტი ტურისტი სტამბოლს, 1,7 მილიონი კაცი გერმანიიდან ეწვია

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი მარწყვის ექსპორტს ეხება და წერს, რომ 2017 წელთან შედარებით 2018 წელს, 95%-ით მოიმატა თურქული მარწყვის უცხოეთში გატანამ და 2017 წელს თუ 12 მილიონი დოლარის ღირებულების 13 ათასი ტონა მარწყვის ექსპორტი მოხდა, გასულ წელს ამ ციფრმა 20 ათას ტონას და 24 მილიონ დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი მარწყვი თურქებმა რუსეთში და რუმინეთში გაიტანეს, წერს სტარის ეკონომიკური მიმომხილველი   

Hürriyet-ის მიხედვით, კინემატოგრაფია, რეკლამის მსგავსად  ხელს უწყობს ტურიზმისა და ექსპორტის განვითარებას, რამეთუ დღეს, თურქულ სერიალებში ჩვენებული ავეჯეული მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება. რამდენიმე წელია რაც თურქეთში ყოველწლიურად 100-ზე მეტი სერიალი იღება და მათ უყურებს მსოფლიოს 156 ქვეყანაში 500 მილიონზე მეტი ადამიანი რა, მათი უმრავლესობა იხიბლება ამ სერიალებში ნაჩვენები თურქული ავეჯეულით. ასე მაგალითად, გასულ წელს, თურქმა ავეჯის მწარმოებლებმა შეკვეთები მიიღეს მსოფლიოს 179 ქვეყნიდან და მთლიანობაში უცხოეთში ექსპორტირებულ იქნა 3 მილიარდ 134 მლნ დოლარის ღირებულების ავეჯეული

Yeni Şafak-ი კი წერს, რომ წლითიწლობით იზრდება მოთხოვნილება თურქულ მწყემსურ ძაღლ აქსარაი მალაქლიზე და მისით ინტერესდებიან უკვე როგორც ევროპა აზიის, ასევე ამერიკის კონტინენტიდანაც. 170 სმ-ის და 85-90 კგ-ის მალაქლის სახელწოდების ძაღლების ფასი 10 ათასი ლირიდან იწყება და 30 ათას ლირამდე ადის, იუწყება იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები