თურქული პრესა 14.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1125045
თურქული პრესა 14.01.2019

                                  

                        

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა გამანადგურებლებმა გუშინ, მორიგი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ზაპის და სინატ-ჰაფთანის მაღალმთიანეთში, სადაც თავს აფარებენ ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაციის, პკკ-ას წევრები და ამ ოპერაციის დროს ლიკვიდირება გაუკეთეს კიდევ 3 ტერორისტს. ამავე ინფორმაციით, გამანადგურებლებმა მიწასთან გაასწორეს ასევე ტერორისტების კუთვნილი გამოქვაბულები, თავშესაფრები და საცეცხლე წერტები

Haber Türk-ის კორესპონდენტი თურქეთ-სირიის საზღვრიდან იტყობინება, რომ ამ რეგიონში კონცენტრირებულმა თურქულმა ძალებმა, ჰათაის ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპეცნაწილებმა, გამნაღმველებმა და დაზვერვის ნაწილებმა

Sabah-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ჯაჰიტ თურანთან, რომლის თქმითაც, გასულ წელს თურქეთის საჰაერო სივრცეში ყოველ 15 წამში ერთმა სამგზავრო თვითმფრინავმა გაიარა და ამით მგზავრთა გადაყვანაში ყველა დროის რეკორდი დამყარდა. “ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 10,5%-ით მოიმატა მგზავრთა გადაყვანამ და 62 მილიონიდან 210 მილიონამდე მიაღწია“, განაცხადა მინისტრმა, წერს საბაჰი

Star-ი ეკონომიკის გვერდზე იუწყება, რომ კატარის შემდეგ, უკრაინაც შეისყიდის თურქეთისგან Bayraktar TB2 სახელწოდების  უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელთაც მაღალი ოპერატიულ-ტაქტიკური თვისებები და სხვა ეფექტური სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნიათ. ამავე სტატიით, თურქეთმა ეს უპილოტოები გასულ წელს წარმატებით გამოიყენა სირიის ჩრდილოეთში წარმოებული ჯერ “ევფრატის ფარისა“ და შემდეგ “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდების ანტიტერორისტულ ოპერაციებში

“იაპონელებს და სამხრეთ კორეელებს დიდად მოსწონთ თურქული საკვები პროდუქტები“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: ეგეს ექსპორტიორთა გაერთიანება, თურქული კვების პროდუქტების იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზე დანერგვის მიზნით, სპეციალურ პროექტს აწარმოებს სახელწოდებით Turquality და მის ფარგლებში გასულ წელს, წინა წელთან შედარებით 36%-ით მეტი თურქული პროდუქტი იქნა გატანილი ხსენებულ ქვეყნებში რა, მათმა საერთო ღირებულებამ 115 მლნ დოლარიდან 156 მლნ დოლარამდე აიწია



მსგავსი ინფორმაციები