თურქული პრესა 31.12.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1116604
თურქული პრესა 31.12.2018

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს. პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების, სირიაში განვითარებული მოვლენების, ევროპაში არარეგულარული მიგრაციის და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. ლიდერები როგორც სტამბოლის სამიტის შედეგების ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სირიიდან გასვლის გადაწყვეტილების შემდგომ პროცესზე დაკვირვების მიზნით ახლო კონტაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიდ გიულმა, ფეტულაჰის ტერორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) ლიდერის ფეტულა გიულენის ექსტრადიციის საკითხზე განაცხადა: „ ახლო მომავლში ამერიკის შეერთებული შტატებიდან პროკურორები, უფლებამოსილები თურქეთში ჩამოვლენ, მომდევნო თვიდან იურიდიული ურთიერთდახმარების ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება.“

გაზეთ „ვათან“-ში მოყვანილია ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მეჰმედ ჯაჰით თურანის განცხადება, რომლის მიხედვითაც თურქეთში გასულ წელში მობილური ტელეფონების აბონემენტთა რაოდენობა 77, 8 მილიონი იყო და ამ ციფრმა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს 80.6 მილიონს მიაღწია. მინისტრმა თურჰანმა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ორგანოს მიერ წლის მესამე კვარტლის ანგარიშზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის მესამე კვარტალში სექტორმა ზრდა განაგრძო და ეს ვითარება სექტორის მაჩვენებელზეც აისახა.

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზამთრის ტურისტული ცენტრებიდან ჯიბილითეფეს სათხილამურო ცენტრი ირანელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ყარსის სარიქამიშის დაბაში ევროპული ფიჭვის ტყეებით, კრისტალური თოვლით და გრძელ მანძილიანი სასრიალო ბილიკებით ზამთრის ტურიზმის განუყრელი ადგილებით სავსე ზღვის დონიდან 2 ათას 634 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ჯიბილითეფე ქვეყნის ოთხივე კუთხიდან ჩასულ ადგილობრივ ტურისტებთან ერთად ბოლო წლებში უფრო მეტად ირანელი ტურისტების მიღება დაიწყო. ირანელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ ევროპული ფიჭვის ტყეებს შორის გრძელ სასრიალო ბილიკებზე თხილამურებით სრიალი.  

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, რომ ფრიგიული პერიოდის დროინდელი თიხისგან დამზადებული დაახლოებით 2 ათას 700 წლის წინანდელი სამი სათამაშო უნიკალური ნივთების სახით ქუთაჰიის არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი. ქუთაჰიის მუზეუმის დირექტორმა მეთინ თურქთუზუნმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფრიგიული პერიოდის სათამაშოების დაბა სიმავში დაბაში 1976 წელში აღმოაჩინეს მოქალაქეებმა და მუზეუმს გადასცეს. მისივე თქმით, ფრიგიელებისგან შემორჩენილმა კლდოვანმა დასახლებებმა, სამარხებმა, ეკლესიებმა და სალოცავებმა დღევანდელ დღემდე მოაღწია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები