თურქული პრესა 28.12.18

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1115095
თურქული პრესა 28.12.18

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეროვნული კიბერ უსაფრთხოების სისტემა,  „Ahtapot“-ი (რვაფეხა) გაფართოვდა. 2016 წლიდან ეს სისტემა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში, მუნიციპალიტეტებში, საჯარო დაწესებულებებში და სხვა ორგანიზაციებში იქნა გამოყენებული რა,  ტესტირება წარმატებით გაიარა.  Ahtapot-ი  ასევე მონაწილეობდა 10-29 ივნისს, ნატო-ს CWIX  სწავლებაში და წარმატებით გაიარა ყველა კიბერ უსაფრთხოების საბრძოლო სცენარი.

გაზეთი „Sabah“-ი მევლუთ ჩავუშოღლუს, სირიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ს სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თურქეთია. მისივე თქმით, ამერიკა, სირიას, თურქეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ტოვებს. ჩავუშოღლუმ  ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ გადაწყვეტილებამ ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ში დიდი შოკის ეფექტი გამოიწვია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთი, რუსეთიდან შესასყიდ, S-400-ის  საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე,  აშშ-ს დაკვირვების ჩატარების უფლებას არ მისცემს. აღნიშნულის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

„ინდონეზია თურქეთის მადლიერია“ ასეთი სტატიაა გამოქვეყნებული გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის შემდეგ თურქეთის მიერ ამ ქვეყნისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ  ანკარას მადლობა გადაუხადა.

გაზეთი „Star“-ი ტელ ინბარის განცხადებას უთმობს ადგილს რომელშიც  ვკითხულობთ: ისრაელის საჰაერო და კოსმოსური ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ტელ ინბარის განცხადებით, მას სჯერა, რომ თურქეთი ჩატარებული კოსმოსური კვლევებით მომდევნო 10 წლის განმავლობაში თავისი კვალის დამტოვებელი ქვეყანა გახდება. ინბარი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც შესაბამის უწყებებს საჭირო თანადგომას უცხადებს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები