თურქული პრესა 27.12.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1114417
თურქული პრესა 27.12.2018

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის მიხედვითაც, ისრაელის იუსტიციის მინისტრმა აიალეთ შაკედმა სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელშიც ნათქვამია: „საჭიროა პალესტინელი შეჰიდების დედებიც მოკლული იქნენ“, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე უარყოფითად ისაუბრა და ამაზე პასუხმაც არ დააყოვნა. იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიდ გიულმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებში აღნიშნა: „არ გვიკვირს, რომ ისრაელმა სეპარატისტული ტერორგანიზაცია YPG/PKK-ს მხარდაჭერის შესაძლებლობა გამოიყენა და თავს დაესხა.“

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა, რომ წელს საექსპორტო რეკორდები გამოაქვეყნეს, 2019 წელში ექსპორტში ზრდა გაგრძელდება და ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობის ზრდას ელიან. „ველოდებით, რომ მომდევნო წელი როგორც პროდუქციის ასევე ტურიზმის დახმარებით მომსახურების ექსპორტში ძლიერი პერფორმანსის გამოვლენის წელი იქნება.“-აღნიშნა ვაჭრობის მინისტრმა.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია სტამბოლის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის შეკიფ ავდაგიჩის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „2019 წელს ჩვენს ეკონომიკაში გლობალური ამოსუნთქვის: ექსპორტის წლად ვაცხადებთ. მონაწილეობას მივიღებთ 38 გამოფენაში... მომდევნო წელში, ჩვენი წევრები იანვრიდან დეკემბრამდე 38 გამოფენაში, ჩვენი 900 ფირმა 17 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე თურქულ პროდუქციას გამოფენენ.“

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე კონსტიტუციის 92-ე მუხლის მიხედვით მიცემული, ნატო-ს ფარგლებში ავღანეთში სამხედროების გაგზავნის ვადის 2 წლით გაგრძელების თაობაზე პრეზიდენტის ნებართვა დაამტკიცეს - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. მთავრობისათვის მიცემული ნებართვის ვადა 2019 წლის 6 იანვრიდან 2 წელს მოიცავს.   

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თურქეთი 2015 წელში CERN-ის პარტნიორი გახდა. გასულ პერიოდში თურქულმა ფირმებმა CERN-ში შესყიდვებისა და ტენდერების პროცესებში მნიშვნელოვანი უპირატესობები მოიპოვეს. თურქეთის მრეწველობის მაღალი ტექნოლოგიების წარმოებისა და პროდუქციის მრავალფეროვნების საკითხებში მუშაობა დაჩქარდა. თურქი საქმოსნების მიერ აღებულ CERN-ის პროექტებში და ტენდერებში ქალი ხელმძღვანელების რაოდენობამ 20%-ს გადააჭარბა. თურქი კომპანიების ქალი მფლობელების CERN-ის პროექტებში წარმატება და მნიშვნელობა, ახალგაზრდა ქალი საქმოსნებისთვის სამაგალითო იქნება.  



მსგავსი ინფორმაციები