თურქული პრესა 25/12/18

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1113022
თურქული პრესა 25/12/18

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში განსახორციელებელი შესაძლო ოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „სირიელ ქურთებს,  PKK-ს დევნაში არ დავტოვებთ. სირიელი ქურთების და არაბების პრობლემას ისე აღვიქვამთ, როგორც ჩვენი პრობლემა. სირიაში არაბებს, ქურთებს და თურქმენებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს, არამედ პრობლემა მათი თავისუფლების და სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხია.“

გაზეთი „Sabah“-ი ჩავუშოღლუს ისრაელის პრემიერმინისტრის განცხადებების მიმართ გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მსგავსად ბავშვების მკვლელია. „ნეთანიაჰუ ბოლო დროს ცოტა შეწუხებულია, რადგან გაიგო, რომ სირიის დანაწევრებას ვერ შესძლებს. ნეთანიაჰუ სირიაში სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-სთან ერთად ქვეყნის დანაწევრებას აპირებდა. მათი ეს გეგმები ჩაიშალა. PKK-სა და ნეთანიაჰუს საერთო კი ის გახლავთ, რომ ორივენი ბავშვების მკვლელები არიან,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 12  ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ერთი ლიდერთაგანი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17-24  დეკემბერს  ქვეყნის შიგნით ჩატარებულ ანტიტერორისტულ  ოპერაციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც შიდა უსაფრთხოების ფარგლებში 2442 ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 12 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული რა, მათ შორის  ერთ-ერთი ლიდერთაგანია.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ნავთობისა და გაზის მილსადენების დაცვა ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების(İHA) მეშვეობით უნდა მოხდეს, რომლებსაც 7x24 მანძილზე მონიტორინგის გაწევა შეეძლება. აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა გააკეთა.

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით ინგლისელი ტურისტების მიერ 2019 წლის არდადეგებისთვის  მუღლასა და მარმარისში წინასწარი დაჯავშნების რიცხვმა 35%-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას,  თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის მარმარისის რეგიონის წარმომადგენელი სუათ ერსინი ავრცელებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები