თურქული პრესა 21/12/18

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1111015
თურქული პრესა 21/12/18

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ ირანის პრეზიდენტ, ჰასან რუჰანისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა:  „ერთობლივი მიზნების განსახორციელებლად თურქეთსა და ირანს საერთო  ნება გააჩნია. რეგიონში მიმდინარე შეტაკებების დასასრულებლად ჩვენს ქვეყნებს ერთობლივად გადასადგმელი მრავალი ნაბიჯი აქვს.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი თავდაცვის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში ტერ ორგანიზაცია,YPG/PKK-ს, რომლებსაც ეს რეგიონი ოკუპირებული აქვთ, მათ მიერ გათხრილ ორმოებში უნდა ჩაიმარხონ. მინისტრმა ამის შესახებ კატარის დედაქალაქ, დოჰაში განაცხადა. მისი თქმით მათი ამჟამინდელი მთავარი სამიზნე მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი ნაწილი და მემბიჯია.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ადგილობრივი წარმოების ბალისტიკურმა  რაკეტა,  „ბორა“-მ პირველი ტესტირება წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე ისმაილ დემირმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ბალისტიკურმა  რაკეტა,  „ბორა“-მ პირველი ტესტირება წარმატებით გაიარა რა, 280 კილომეტრში სამიზნე ზუსტად გაანადგურა.“

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ დიდ ბრიტანეთში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი, „Times“-ი წერს, რომ ინგლისში „ბრექსიტი“-ს მოვლენების შემდეგ ადგილობრივმა ტურისტებმა მომავალ წერს არდადეგების, თურქეთში, კუბაში და აშშ-ში გატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ გერმანიის კულტურის სამინისტროში მომუშავე არქეოლოგები თურქეთში იზნიქის რაიონში არქეოლოგიურ კვლევებს ატარებენ. არქეოლოგებმა, აღმოსავლეთ რომის იმპერიის მეფე,  იუსტინიანეს  დროს აშენებული ხიდზეც ჩაატარეს კვლევები რის შემდეგაც გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ იზნიქი, შესაძლებელია,   გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში  (იუნესკო) შევიდეს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები