თურქული პრესა 30.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1097958
თურქული პრესა 30.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სტამბოლში გამართულ აზიის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ოსმალეთის ისტორიული არენიდან წაშლით ახლო აღმოსავლეთში იმპერიალისტური მიზნების გამო მშვიდობა დაიკარგა და ძმობა მოისპო და დაამატა: „თუ მოვინდომებთ შეგვიძლია აზია ისევ მოზიდვის ცენტრად და კაცობრიობის იმედად ვაქციოთ.“ მისივე თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა საპარლამენტო დიპლომატიის ეფექტურად გამოყენება.

გაზეთი „ჰურიეთ“-ში მოყვანილია ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტის ჯაჰით თურანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „Türksat 6A-ს დიზაინის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა და შექმნილი თანამგზავრის  საკვალიფიკაციო ტესტირების მოდელების წარმოება დაიწყო. პროექტის დამთავრებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თანამგზავრის მწარმოებელ 10 ქვეყანას შორის მოხვედრას უზრუნველყოფს, 2020 წელში ვგეგმავთ.“ 2020 და 2021 წლებში კოსმოსში გასაშვები ორი თანამგზავრით გაიზრდება როგორც დაფარვის ზონა ასევე სიმძლავრე.  

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობა, საჰაერო პლატფორმებზე პაკისტანში T129-ის ტიპის მოიერიშე და ტაქტიკური სადაზვერვო ვერტმფრენების ექსპორტით მიღწეული წარმატების ANKA-თი გაგრძელებას გეგმავს. თურქეთის ავიაციისა და კოსმოსურმა მრეწველობამ პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში გამართულ მეათე თავდაცვის მეათე საერთაშორისო გამოფენაზე Atak-ი, უპილოტო საფრენი აპარატი Anka-S, Hürkuş-ის შეიარაღებული ვერსია Hürkuş-C, T625-ს ტიპის საერთო დანიშნულების ვერტმფრენი, ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავი და Türksat 6A-ს მაკეტები წამოადგინა. ANKA-ს მიერ ბოლო პერიოდში საზღვრის მიღმა ოპერაციებში მიღწეულმა წარმატებამ მის მიმართ დაინტერესების გაზრდა გამოიწვია.

თურქეთი მეექვსეა იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც ყველაზე მეტ ტურისტს იღებენ - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. 2018 წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩასული ტურისტების რაოდენობა 44 მილიონს, ანტალიაში ჩასული ტურისტების რაოდენობა კი 13,5 მილიონს მიაღწევს. 2023 წლისთვის კი მიზანია თურქეთის მასშტაბით ჩასული ტურისტების რაოდენობის 70 მილიონამდე, ანტალიისთვის კი 20 მილიონამდე გაზრდა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, ბურსას აბრეშუმით 4 ათასი წლოვანი ტრადიციული თურქული ტექნიკით ორმაგი კვანძით მოქსოვილი „მოცეკვავე გოგონას“ მოდელის ხალიჩა კატარის სამეფო ოჯახის სასახლეს ამშვენებს. ბურსას აბრეშუმის გამოყენება, რომელიც ოსმალეთის პერიოდში ევროპის სასახლეებს ამშვენებდა, დაახლოებით 2 საუკუნის შემდეგ მსოფლიოს სასახლეებში ისევ დაიწყეს. დაბა დაღის ქინიქის უბანში საქსოვ დანადგარზე  4 ათას წლოვანი ტრადიციული ორმაგი კვანძით თურქული ტექნიკით მოქსოვილი „მოცეკვავე გოგონას“ მოდელის აბრეშუმის ხალიჩა კატარის სასახლეში გაიგზავნა. აბრეშუმის ხალიჩა, რომელსაც 6,5 თვის მანძილზე ქსოვდნენ, ერთ-ერთმა სტამბოლელმა ჯახმა კატარის ემირს შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანს საჩუქრად გაუგზავნა.   


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები