თურქული პრესა 26.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1094936
თურქული პრესა 26.11.2018

 

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის თავდაცვის მრეწველობა, ეროვნული სამხედრო გემისა და ეროვნული მოიერიშე ვერტმფრენის, “ატაკის“ ექსპორტის თაობაზე ხელმოწერილი კონტრაქტების შემდეგ, პირველად მიიღებს მონაწილეობას უცხოეთის გამოფენაში, კონკრეტულად კი, პაკისტანში დაგეგმილ საერთაშორისო სამრეწველო პროდუქციის გამოფენაში, რომელიც 27-30 ნოემბერს ქალაქ კარაჩიში მეათედ გაიმართება. ამავე ინფორმაციით, კარაჩის გამოფენის ფარგლებში საერთაშორისო სემინარები და კონფერენციებიც გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ მრავალი სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციებიც და მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ფირმების წარმომადგენლებიც  

Sabah-იც ეხება თურქეთის თავდაცვის მრეწველობის წარმატებულ განვითარებას და წერს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, BMC-ს მიერ წარმოებული 2 ჯავშნიანი ავტომანქანის პირველი მიწოდება განხორციელდა. “Kirpi 2“ სახელწოდების ეს ჯავშანტექნიკა გამოიყენება როგორც უსაფრთხოების პერსონალის, იარაღის, საბრძოლო და თადარიგის მასალების უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირების საქმეებში, ასევე ეფექტური და უწყვეტი საბრძოლო მომსახურების უზრუნველყოფის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასაფეთქებელი საფრთხეების, ლოგისტიკური და სასაზღვრო პერსონალის უსაფრთხო ტრანსპორტირების ოპერაციებშიც.

“თურქული მაკარონით მსოფლიოს 154 ქვეყანაში იკვებებიან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: მაკარონების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ აბდულკადირ ქულაჰჩიოღლუმ განაცხადა, რომ დღეს თურქული მაკარონი ექსპორტში გადის მსოფლიოს 154 ქვეყანაში. “2016 წელს ჩვენ ექსპორტში გავიტანეთ 831 ათასი ტონა მაკარონი, გასულ წელს ეს ციფრი 1 მილიონ 55 ათასი ტონამდე გავზარდეთ, მიმდინარე წელს კი ექსპორტის 1 მილიონ 200 ათას ტონამდე გაზრდას ველით", აღნიშნა ქულაჰჩიოლოუმ და დაამატა, რომ თურქული მაკარონი განსაკუთრებით მოსწონთ აფრიკელებს და ამიტომ მთლიანი ექსპორტის 68%-ი სწორედ აფრიკაზე მოდის

Vatan-ის კორესპონდენტი ანტალიიდან იტყობინება, რომ ამ ქალაქის მახლობელ გაზიფაშას რაიონში, ტესტის მიზნით სამი წლის წინ ტროპიკული, ე.წ. დრაკონის ხილი დარგეს, რომელიც დღეს ამ რაიონის მოსახლეობის მთავარ საარსებო წყაროდ გადაიქცა. ასე რომ, დრაკონის ხილი გახდა თურქეთის პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული ტროპიკული ხილი, რომლისგანაც საამო სასმელს, ძაძიკს და სალათასაც ამზადებენ

 Star-ის მიხედვით ქალაქი აფიონკარაჰისარი თერმული ტურიზმის ცენტრად გადაიქცა, რადგან, მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზამთარში, მის თერმულ წყლებში და ტალახებში სამკურნალოდ ჩამოდიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ავადმყოფები. აქაური თერმული წყლის ტემპერატურა 42 გრადუსზე მეტია, იგი ძალზედ მდიდარია სხვადასხვა მინერალებით და კურნავს რევმატიზმს, ძვლების და სახსრების, კანის, ნევრალგიის, ნაღვლის ბუშტის, გინეკოლოგიურ და სხვა მრავალ დაავადებებს.

 



მსგავსი ინფორმაციები