თურქული პრესა 26.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1056921
თურქული პრესა 26.09.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: აშშ-ს ქალაქ, ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა,  აშშ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს მხარდაჭერისათვის გააფრთხილა და დაამატა: „ტაქტიკური ინტერესების გამო სირია-ერაყის საზღვარზე ტერორისტებისათვის 10 ათასობით ტრაილერით, ათასობით სატვირთო თვითმფრინავით იარაღის მიმწოდებლები მომავალში ამის სიმწარეს აუცილებლად იგემებენ.“

გაზეთი „Star“-ი თურქეთის პრეზიდენტის გერმანიაში განსახორციელებელ ვიზიტზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან 27-29 სექტემბერს გერმანიაში განსახორციელებელი ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ახალი ფურცლის გახსნა იგეგმება. ერდოღანი, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში თავის გერმანელ კოლეგა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და კანცლერ, ანგელა მერკელს შეხვდება. იგი ასევე შეხვედრას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციების და გერმანიის მსხვილი კომპანიების  წარმომადგენლებთან.

„ჰოლანდიის ელჩი თურქეთში ჩამოვიდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთ-ჰოლანდიას შორის ურთიერთობის დარეგულირების შემდეგ ჰოლანდიის ანკარის ელჩად დანიშნულმა მარჯან დე კვაასტენიეტიმ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერობაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის იმუშავებს. კვაასტენიეტი გუშინ საღამოს ანკარაში ჩამოვიდა რა, აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა: „აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ კარგი დროის გატარებას და თურქეთ-ჰოლანდიას შორის ურთიერთობებში საკუთარი წვლილის შეტანას შევეცდები.“

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ რუსეთის ყველაზე დიდი „სბერბანკი“-ის კლიენტებმა იტალიის შემდეგ ყველაზე მეტი ფული,  თურქეთში დახარჯეს. ბანკიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათმა კლიენტებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში საზღვარგარეთ დაახლოებით 2,16 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

გაზეთი „Haber Türk“-ის მიხედვით თურქეთის ექსპორტი  გასულ წელს 43,8%-ით, ხოლო იმპორტი   61,1%-ით განხორციელდა რა, ამაში ყველაზე დიდი წვლილი  მსხვილი მეწარმეებისგან იქნა შეტანილი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები