თურქული პრესა 25.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1056230
თურქული პრესა 25.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე დასასწრებად ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში მყოფმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა, მუსლიმი პოლიტიკოსისა და ადამიანის უფლებების დამცველის, მალკოლმ იქსის ქალიშვილები ქაბილა და ილიასა მიიღო. ერდოღანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ „მსოფლიო ხუთზე დიდია“ თემაზე გადაღებული ფოტოსურათი მისი ხელმოწერილით ქაბილას და ილიასას უსახსოვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში ბოლო ერთ კვირაში 33 ტერორისტი იქნა განეიტრალებული, რომელთაგანაც 20 ლიკვიდირებული იქნა, 9 ცოცხლად დააკავეს, 4 კი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა - წერს გაზეთი „საბაჰი“. განცხადების მიხედვით, ოპერაციების დროს 4 ათას 847 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 677 ტერორიზმის ბრალდებით.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ჯაჰით თურჰანის განცხადებით, სტამბოლის ახალ აეროპორტში, რომლის გახსნის ცერემონიაში 29 ოქტომბერს პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას, ხილვადობის მანძილის განულების დროსაც კი თვითმფრინავების უპრობლემოდ აფრენისა და დაფრენისათვის საჭირო ILS-ის სისტემის ტესტირება დასრულდა. თურჰანის განცხადებით, აეროპორტში, რომელიც ექსპლოატაციაში გადასვლის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი იქნება, სამუშაოების სწრაფი ტემპით გრძელდება.  

„ჰურიეთი“-ს ცნობით, აიდინის ქუშადასის დაბაში მდებარე „ეგეპორტ ქუშადასის“ პორტში მალტის დროშის ქვეშ მცურავი ’Azamara Pursuit’-ის სახელწოდების და ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავი ’Silver Whisper’-ის სახელწოდების ორი ლუქსის კლასის სამგზავრო გემი შევიდა. აღნიშნულ გემებზე მყოფი 1065 ამერიკელი და ინგლისელი ტურისტი ქალაქში შევიდა. ტურისტების ნაწილი ავტობუსებით ანტიკურ ქალაქ ეფესოსა და ღვთისმშობელ მარიამის სახლის მსგავსი ისტორიული და ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გაემგზავრა. ტურის პროგრამაში მონაწილე ტურისტებმა ასევე დაათვალიერეს ქუშადასის ბაზრები.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იტყობინება, რომ თურქმა მოჭიდავემ არიფ ოზენმა, სლოვაკეთის ქალაქ ტრნოვაში გამართულ ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში ჩემპიონატზე ინდოელი მეტოქე, დუპიაკ პუნია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. არიფ ოზენს გამარჯვება პრეზიდენტმა რეჯბ თაიპ ერდოღანმა მიულოცა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესის მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები