თურქული პრესა 13.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1048787
თურქული პრესა 13.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქული ლირის ღირებულების დაცვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვტილება ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოძრავი და უძრავი ქონების ყიდვა- გაყიდვა და გაქირავების დროს თურქული ლირა იქნება გამოყენებული. ვალუტაში დადებული ხელშეკრულებები 30 დღეში თურქულ ლირაში იქნება გადაყვანილი.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში თურქული სავაჭრო ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი კერამიკის, სამშენებლო, არქიტექტურის და დიზაინის სექტორში მოღვაწე კომპანიების პროდუქცია დაათვალიერა და მათ შესახებ ინფორმაცია მიიღო. კლორკენვალის უბანში, სადაც საერთაშორისო დონის კომპანიების ოფისებია განლაგებული, მდებარე თურქული სავაჭრო ცენტრში 13 ფირმაა წარმოდგენილი.  

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ბინ ჯასიმ ალ სანის განცხადებით, სირიის იდლიბის რეგიონში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია - წერს გაზეთი „ვათანი“. ალ სანის თქმით, დეესკალაციის ზონა იდლიბის ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდისა და სამოქალაქოების სიცოცხლის დაცვის გზა თურქეთის მსგავს რეგიონალურ მოკავშირეებთან თანამშრომლობაზე გადის. მან ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთებულია სირიის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის კიდევ ერთხელ ამოხოცვის მცდელობის დაწყების გამო და დაამატა, რომ მსოფლიო ამ ვითარების აღსაკვეთად საკმარისს სამუშაოებს არ აწარმოებს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთში პირველად ტარდება რაკეტების შეჯიბრი. მსოფლიოში მხოლოდ თურქეთსა და აშშ-ში ჩატარებულ შეჯიბრში 157 თურქული გუნდი მონაწილეობს. კონკურსანტებიდან ხუთმა გუშინ მათ მიერ შექმნილი რაკეტები გატყორცნა. ხუთივე გუნდმა რაკეტა წამატებით გაუშვა და მათ 2800 მეტრის სიმაღლეს მიაღწიეს.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ სტამბოლში ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალის „ტექნოფესტ“-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. 20-დან 23 სექტემბრამდე გასამართი ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს უმასპინძლებს. საავიაციო წარმოდგენები ფესტივალის მანძილზე გაგრძელდება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ფესტივალზე 12 კატეგორიაში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ. „ტექნოფესტ“-ზე ასევე მსოფლიო დრონის თასის მფლობელი გამოვლინდება. კონკურსში 25 ქვეყნის 64 სპორტსმენი მიიღებს მონაწილებას.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები