თურქული პრესა 08.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1028140
თურქული პრესა 08.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინიტრს, მაიკ პომპეოს. მინისტებმა აშშ-სა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და პრობლემები განიხილეს.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მატისს, ტელეფონით ესაუბრა. აქარმა და მატისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, სირიის კრიზისის და ტერორიზმთან ბრძოლის საკითები განიხილეს.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის, მუსტაფა ვარანკის განცხადებით, გერმანული გიგანტის Bosch-ის მიერ თურქეთის ქალაქ ბურსაში ასაგები ახალი თაობის მაღალი წნევის ბენზინის ინჟექტორის საწარმოო ბაზით წელიწადში 185 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდება - წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში წელს 10-დან 17 აგვისტომდე 24-ედ გასამართ სარაევოს კინოფესტივალში მონაწილე რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანს გადაეცემა საპატიო ჯილდო „სარაევოს გული“. ბოსნიელები ნური ბილგე ჯეილანის არა მხოლოდ ფილმებს, არამედ მის ფოტო ნამუშევრებსაც იხილავენ.  

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 49 ქვეყნის 1542 და 30 ნეიტრალური დევნილის სტატუსის მქონე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, 100 მეტრზე მამაკაცებს შორის თურქეთის ეროვნული ნაკრების ორი სპორტსმენი, ჯეკ ალი ჰარვი და ემრე ზაფერ ბარნსი მედლისთვის იბრძოდნენ. ჯეკ ალი ჰარვიმ 10,01 მაჩვენებლით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოპოვა, ემრე ზაფერ ბარნსმა კი ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები